ძველი სტილი
20 იანვარი
შაბათი
ახალი სტილი
2 თებერვალი
სულთმოფენობიდან 36-ე შვიდეული. ხმა 2.
ხსნილი ხსნილი
ღირსისა და ღმერთშემოსილისა ექვთიმე დიდისა (473); ღირსისა ექვთიმე აღმსარებელისა (კერესელიძე, 1944); მოწამეთა: ბასუსი, ევსევისა, ევტუქისა და ვასილიდოსი (284-305); მოწამე მამათა: ინასი, რიმასი და პინასი; მართლისა პეტრე მეზვერეყოფილისა (VI); კეთილმსახურისა მეფისა ლეონ დიდისა, მაკელისად წოდებულისა (474); ღირსთა ექვთიმე მდუმარისა (XIV) და ლავრენტი დაყუდებულისა, კიევპეჩორელთა (XIII-XIV); მოწამისა ზაქარია პატრელისა (1782); ექვთიმესი, ტირნოვოს პატრიარქისა (1401/1402).
დღის ლოცვა
ღირსი ექვთიმე აღმსარებლის ტროპარი:
მარგალიტნი მრავალსასყიდლისანი სიღრმით უმეცრებისათ აღმოიტაცენ და ხმითა მიერ ანგელოზებრთა ეკლესიაი ქართველთა კვალად განაშუენე; გალობათა საღმრთოთა გამომხატველო, ღირსო მამაო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.
დღის საკითხავები
ლიტ. - ღირ. - ებრ. 335 დას. XIII, 17-21. ლკ. 24 დას. VI, 17-23. რიგ. - კოლ. 249 დას. (შუათგან) I, 3-9. ლკ. 81 დას. XVI, 10-15.
ებრ. XIII, 17-21.
17. დაემორჩილეთ თქვენს წინამძღვრებს და ქედი მოიდრიკეთ მათ წინაშე, ვინაიდან ფხიზლობენ თქვენი სულებისათვის, თითქოს ანგარიშს აბარებდნენ ვინმეს, რათა სიხარულით აღასრულებდნენ ამას და არა ოხვრით, რადგანაც ეს აღარას გარგებდათ თქვენ.
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ.
19. უმეტესად გთხოვთ ამის აღსრულებას, რომ მალე დაგიბრუნდეთ.
20. ხოლო მშვიდობის ღმერთმა, საუკუნო აღთქმის სისხლით მკვდრეთით რომ აღადგინა ცხოვართა დიდი მწყემსი, უფალი ჩვენი იესო,
21. დაე, სრულგყოთ თქვენ, რათა მისი ნებისამებრ აღასრულოთ ყოველი კეთილი საქმე, და იესო ქრისტეს მეოხებით ჩაგინერგოთ ის, რაც სათნო ჩანს მის წინაშე, ვისიცაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ლკ. VI, 17-23.
17. ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18. რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19. მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20. ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21. ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22. ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23. იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
კოლ. I, 3-9.
3. დღენიადაგ თქვენთვის მლოცველნი მადლს ვწირავთ ღმერთს და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამას,
4. რადგანაც გავიგეთ თქვენი რწმენა ქრისტე იესოში და სიყვარული ყველა წმიდის მიმართ,
5. ცაში თქვენთვის გამზადებული იმედის გამო, რაც წინასწარვე ისმინეთ სახარების ჭეშმარიტი სიტყვით,
6. რომელიც ისევეა თქვენში, როგორც მთელ საწუთროში, სადაც გამოაქვს ნაყოფი და ისევე იზრდება, როგორც თქვენს შორის, იმ დღიდან მოყოლებული, რაც ისმინეთ და ჭეშმარიტებით შეიმეცნეთ ღვთის მადლი;
7. როგორც გისწავლიათ ჩვენი საყვარელი თანამდგომის, ეპაფრასაგან, ერთგულად რომ ემსახურება ქრისტეს თქვენი ხსნისათვის;
8. მანვე გვაუწყა თქვენი სიყვარული სულით.
9. ამიტომ ჩვენც, იმ დღის შემდეგ, რაც ეს გავიგეთ, გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის და შევთხოვთ ღმერთს, რომ აღივსოთ მისი ნების შემეცნებით, მთელი სიბრძნითა და სულიერი წვდომის უნარით,
ლკ. XVI, 10-15
10. მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
11. თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
12. ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13. არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
14. ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
უფალმა იესო ქრისტემ ზეცად ამაღლების შემდგომ წარმოგზავნა 12 მოციქული, რათა ყოველი მისი სიტყვა ხალხისთვის გადაეცათ. უფლის მოციქულები სხვადასხვა ქვეყანაში გაემართნენ საქადაგებლად.