ძველი სტილი
9 მარტი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
22 მარტი
დიდი მარხვის მე-5 შვიდეული. ხმა 8.
მარხვა მარხვა
ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაისა (დაახლ. 320); მოწამისა ურპასიანესი (დაახლ. 295); წმიდისა კესარი მკურნალისა, გრიგოლ ღმრთისმეტყველის ძმისა (368/369); წმიდათა მოწამეთა: ბაბუასი, ბებიასი, მამისა და დედისა, და ორთა შვილთა მათთა.
დღის ლოცვა
ორმოცთა მოწამეთა, სებასტიას ტბასა შინა წამებულთა: კირიონისა, კანდიდესი, დომნესი, ისიხისა, ირაკლისა, სმარაგდესი, ევნოიკესი, უალენტისა (ვალენტისა), ვივიანესი, კლავდისა, პრისკესი, თეოდულესი, ევტიქისა, იოანესი, ქსანთისა, ილიანესი, სისინისა, ანგიასი, აეტისა, ფლაბისა, აკაკისა, ეკდიკისა (ეკდიტისა), ლისიმაქესი, ალექსანდრესი, ელიანესი, გორგონისა, თეოფილესი, დომეტიანესი, გაიოზისა, ლეონტისა, ათანასესი, კირილესი, საკერდონისა, ნიკოლოზისა, უალერისა (ვალერისა), ფილოქტიმონესი, სევერიანესი, ქუდიონისა, მელიტონისა და აგლაიოსის

ტროპარი:
წყლულებანი იგი, უფალო, წმიდათა შენთანი, რომელნი შენთვის თავს ისხნეს, მიიხვენ აწ მეოხებად ჩუენთვის, და ყოველნივე სენნი ჩუენნი განკურნე, კაცთმოყუარე, გევედრებით.

კონდაკი: ყოველივე მხედრობაი ქუეყანისა დაუტევეთ და ზეცათა მეუფესა შეუდეგით, ღუაწლით შემოსილნო უფლისანო ორმეოცნო, ცეცხლი და წყალი განვლეთ თქუენ, სანატრელნო, და ღირსებით მოიგეთ დიდებაი იგი ზეცათა და სიმრავლე გვირგვინთა.
დღის საკითხავები
პირველშეწირულის ლიტურგია.

VI ჟამ. - ეს. XLII, 5-16. მწუხ. - შესქ. XVIII, 20-33. იგავ. XVI, 17 - XVII, 17.

● ცისკარზე იკითხება ღირსი ანდრია კრეტელის დიდი კანონი და ღირსი მარიამ მეგვიპტელის "ცხოვრება".

ეს. 42,5-16
5. ასე ამბობს ღმერთი, უფალი, ცათა შემოქმედი და მათი გარდამთხმელი, მიწის გადამშლელი მისი ნაყოფებითურთ, სუნთქვის მიმნიჭებელი მის მცხოვრებთათვის და სულისა - მასზე მავალთათვის:
6. მე, უფალმა, წრფელად მოგიწოდე და ხელი ჩაგჭიდე, შეგინახვ და დაგადგინე აღთქმად ერისთვის, სინათლედ ხალხებისთვის,
7. რომ ბრმებს თვალები აეხილოთ, რომ საპყრობილედან გამოვიდნენ ტყვეები და დილეგიდან - ბნელში მსხდომარენი.
8. მე ვარ უფალი, ეს არის ჩემი სახელი; ჩემს დიდებას არ მივცემ სხვას და ჩემს ქებას - გამოქანდაკებულ კერპებს.
9. აჰა, ამხდარია წინანდელნი და ამიერიდან ახალს გამოგიცხადებთ; ვიდრე აღმოცენდებოდეს, გაცნობებთ.
10. უმღერეთ უფალს ახალი სიმღერა, მისი სადიდებელი ქვეყნის კიდეთაგან, ვინც ზღვაში დახვალთ და ყველამ, რაც მას ავსებს, კუნძულებო და მისთა მკვიდრნო!
11. ხმა აღიმაღლოს უდაბნომ და მისმა ქალაქებმა, დაბა-სოფლებმა, სადაც კედარი ცხოვრობს, იზეიმონ კლდეთა მცხოვრებლებმა, მთათა მწვერვალიდან იყიჟინონ!
12. მიაგონ უფალს პატივი და მისი სადიდებელი ზღვისპირელთა შორის გამოაცხადონ!
13. როგორც გმირი, გამოვა უფალი; როგორც მეომარი, შურით აღივსება, აგრგვინდება, ყიჟინასაც დასცემს, ძალას გამოაჩენს მტრების წინააღმდეგ.
14. დიდხანს ვდუმარებდი, ვჩუმდი, თავს ვიკავებდი; ახლა ავკივლდები მშობიარესავით, გავანადგურებ და ვშთანთქავ ერთიანად.
15. გავაუდაბურებ მთებსა და ბორცვებს და გადავახმობ მათ ყოველ სიმწვანეს, მდინარეებს ხმელეთად ვაქცევ და ამოვაშრობ წყალსატევებს.
16. წავიყვან ბრმებს მათთვის უცნობი წებით და მათთვის უცნობ ბილიკებზე გავატარებ; ბნელს ნათლად ვაქცევ მათ წინაშე და ოღრო-ჩოღროებს - ვაკეებად. აი, ამ საქმეებს მოვიმოქმედებ და არ მივატოვებ მათ.

დაბ. 18,20-33
20. თქვა უფალმა: გახშირდა სამდურავი სოდომსა და გომორზე, მეტისმეტად დაუმძიმდათ ცოდვები.
21. ჩავალ და ვნახავ, საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაწია.
22. გაბრუნდნენ კაცები იქიდან და წავიდნენ სოდომს, აბრაამი კი კვლავ იდგა უფლის წინაშე.
23. მიეახლა აბრაამი და უთხრა: ნუთუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ?
24. იქნებ აღმოჩნდეს ორმოცდაათი მართალი მაგ ქალაქში? ნუთუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს ორმოცდაათი მართალის გულისათვის, მანდ რომ არიან?
25. არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტეულს შორის. არ ეგების! არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს.
26. უთხრა უფალმა: თუ ვპოვე სოდომ-ქალაქში ორმოცდაათი მართალი, შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისათვის.
27. მიუგო აბრაამმა და უთხრა: აჰა, გავბედე უფალთან ლაპარაკი, მე, მტვერმა და ნაცარმა:
28. ორმოცდაათს რომ ხუთი დააკლდეს? ნუთუ დაღუპავ ამის გამო მთელს ქალაქს? უთხრა: არ დავღუპავ, თუ ვპოვე იქ ორმოცდახუთი.
29. განაგრძო ლაპარაკი აბრაამმა და უთხრა: ორმოცი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ ჩავიდენ ამას იმ ორმოცის გულისათვის.
30. თქვა აბრაამმა: ნუ გამიწყრება უფალი და ვიტყვი: ოცდაათი რომ აღმოჩნდეს? უთხრა: არ გავაკეთებ ამას, თუ ვპოვე ოცდაათი.


იგავ. 16,17 - 17,17
17. მართალთა გზა-კვალი ბოროტებას გვერდს უქცევს; ვინც თავის გზას აკვირდება, თავის სულს იცავს.
18. დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა.
19. ბეჩავ ხალხთან თავმდაბლობა გერჩიოს ქედმაღლებთან ნადავლის გაყოფას.
20. საქმეში გონიერი სიკეთეს ნახავს, უფალს მინდობილი ბედნიერია.
21. გულბრძენი გონივრად იწოდება და ტკბილი ბაგეები ცოდნას ჰმატებს.
22. სიბრძნე სიცოცხლის წყაროა მისი პატრონისთვის, ბრიყვთა სასჯელი კი სიბრიყვეა.
23. ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს.
24. ამო საუბარი გოლეული თაფლია, სულის სიტკბოა და ძვლის კურნება.
25. არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილის გზაა.
26. მშრომელს თავისი მადა აშრომებს, თავისივე პირი აიძულებს.
27. უგვანი კაცი ბოროტს იზრახავს და მის ბაგეზე თითქოს მოგიზგიზე ცეცხლია.
28. უკუღმართი კაცი შუღლს აღვივებს და ცილისმწამებელი მეგობრებს აშორებს.
29. მოძალადე კაცი თავის მოყვასს აცთუნებს და უკეთური გზით ატარებს.
30. ვინც თვალებს ჭუტავს, უკუღმართს ფიქრობს; ვინც ბაგეებს კუმავს, სიავისთვის მზად არის.
31. დიდების გვირგვინია ჭაღარა თავი; სიმართლის გზაზე იპოვება.
32. სულგრძელი კაცი მამაცს სჯობია, საკუთარი თავის ხელმწიფე კი - ქალაქის ამღებს.
33. წილს უბიდან ყრიან, მაგრამ ყოველი განაჩენი უფლისგან მოდის.

1. ერთი ლუკმა ხმელი პური სიმშვიდეში უკეთესია, ვიდრე საკლავით სავსე სახლი უთანხმოებაში.
2. გონიერი მონა სამარცხვინო შვილზე იხელმწიფებს და ძმებს შორის წილს დაიმკვიდრებს.
3. ბრძმედი ვერცხლისთვის არის, ქურა - ოქროსთვის, ხოლო გულების გამომწრთობი უფალია.
4. ბოროტი კაცი ავ ბაგეებს უსმენს, ცრუ კაცი უკეთურ ენას უგდებს ყურს.
5. ვინც საპყარს დასცინის, მის შემოქმედს შეურაცხყოფს; ვინც უბედურებაზე იცინის, სასჯელს ვერ გადაურჩება.
6. მოხუცთა გვირგვინი შვილთა შვილებია, შვილთა დიდება კი მათი მამებია.
7. უგვანს არ მოსდევს რჩეული სიტყვები, როგორც კეთილშობილს ყალბი სიტყვები.
8. ჯადოსნური თვალია ქრთამი მისი გამღების თვალში; საითაც არ უნდა მიბრუნდეს, წარმატება ექნება.
9. დანაშაულის დამვიწყებელი სიყვარულის მძებნელია, ამბის შემხსენებელი კი მეგობარს იშორებს.
10. გონიერზე დატუქსვა უფრო სჭრის, ვიდრე უმეცარზე ასი დარტყმა.
11. უკეთური მხოლოდ შფოთს დაეძებს, ამიტომ მის წინააღმდეგ სასტიკი ანგელოზი გაიგზავნება.
12. უმჯობესია კაცს ბელებწაგვრილი დათვი შეეჩეხოს, ვინემ სულელი თავისი სიბრიყვით.
13. სიკეთის წილ ბოროტის მიმგებს სახლში უბედურება არ გამოელევა.
14. დავის დასაწყისი გაშვებული წყალია: ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა.
15. ბოროტეულის გამამართლებელი და მართლის გამამტყუნებელი - ორთავე სიბილწეა უფლის წინაშე.
16. ამ ფულს რა უნდა უმეცრის ხელში? სიბრძნის შესაძენად ხომ ჭკუა არა აქვს?
17. მეგობარი მუდამ მოყვარულია და ძმა გაჭირვებისთვის იბადება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე): -მამაო,რა არის თანამედროვე ადამიანის პრობლემა?

- უფალი გვაფრთხილებს,