ძველი სტილი
16 მარტი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
29 მარტი
დიდი მარხვის მე-6 შვიდეული. ხმა 1.
მარხვა მარხვა
ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია, 1927); ღირსთა: პიმენ სალოსისა, ლეკთა განმანათლებელისა, და ანტონი მესხისა, მეფეთა მამხილებელისა (XIII); მოწამისა საბინესი (287); მოწამისა პაპასი (305-311); მოციქულისა არისტობულესი, ბრიტანელი ეპისკოპოსისა (I); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, რომის პაპისა (119); მოწამისა იულიანე ანაზავრელისა (305-311); მღვდელმოწამეთა: ტროფიმესი და თალასისა, ლაოდიკიელ ხუცესთა (დაახლ. 300).
დღის ლოცვა
ამბროსი აღმსარებელის (ხელაია) ტროპარი:
მოუდრეკელითა კუერთხითა სასოებისათა ქუეყანად აღთქუმისად წარუძეღუ ახალსა ისრაილსა და ვითარცა მოსე კლდისაგან მყარისა, წყურიელთა წყალი ღმრთისმეცნიერებისა გარდამოუდინე, რომელსა შინა დაანთქ ეტლები უხილავისა ფარაოისნი, წმიდაო აღმსარებელო ამბროსი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დღის საკითხავები
მე-6 ჟამს: ეს. LXV, 8-16. საღ.: დაბ. XLVI, 1-7. იგავ. XXIII, 15 - XXIV, 5.

ეს. 65,8-16
8. ასე ამბობს უფალი: როცა ყურძნის მტევანში წვენი იპოვება, ამბობენ: ნუ გააფუჭებ, რადგან კურთხევაა მასში. ასევე მოვიქცევი მეც ჩემს მორჩილთა გულისათვის, რათა ყველა არ დავღუპო.
9. გამოვიყვან იაკობისგან თესლს და იუდადან ჩემი მთების მემკვიდრეს; დაიმკვიდრებენ მათ ჩემი რჩეულნი და ჩემი მორჩილნი და დასახლდებიან იქ.
10. გახდება შარონი ცხვრის საძოვარად და ყაქორის ხეობა - საქონლის სადგომად, ჩემი ერისათვის, რომელიც მომძებნის.
11. თქვენ კი, უფლის მიმტოვებელნო, ჩემი წმიდა მთის დამვიწყებელნო, გადისათვის სუფრის გამშლელნო და მენისათვის თასის ამვსებნო,
12. სამახვილოდ გაგწირავთ და ყველანი დასაკლავად დაიჩოქებთ, რადგან გეძახდით და არ გამაგონეთ, გელაპარაკებოდით და არ გესმოდათ, ავს სჩადიოდით ჩემს თვალში და, რაც მე არ მომწონდა, იმას ირჩევდით.
13. ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
14. აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
15. დაუტოვებთ თქვენს სახელს დასაწყევლად ჩემს რჩეულებს, მოგაკვდინებთ უფალი ღმერთი და თავის მორჩილთ სხვა სახელს დაარქმევს.
16. ვინც კურთხეული იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთისგან იქნება კურთხეული; ვინც მოფიცარი იქნება ამ ქვეყანაზე, ჭეშმარიტების ღმერთის მოფიცარი იქნება; რადგან დავიწყებული იქნება წარსული სალმობანი და ჩემს თვალებს მიეფარება.


დაბ. 46,1-7
1. გაემგზავრა ისრაელი მთელი თავისი საბადებლითურთ, მივიდა ბერშებას და შესწირა მსხვერპლი თავისი მამის, ისაკის, ღმერთს.
2. უთხრა ღმერთმა ისრაელს ღამეულ ხილვაში: იაკობ, იაკობ! მიუგო: აქა ვარ.
3. უთხრა: მე ვარ ღმერთი, ღმერთი მამაშენისა. ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ გაქცევ დიდ ხალხად.
4. მეც ჩაგყვები ეგვიპტეში, მევე ამოგიყვან იქიდან და იოსები დაგიხუჭავს თვალებს საკუთარი ხელით.
5. აიყარა იაკობი ბერშებადან და წაიყვანეს ისრაელიანებმა იაკობი, თავიანთი მამა, და თავიანთი ცოლ-შვილი ურმებით, ფარაონმა რომ გამოუგზავნა.
6. წამოასხეს საქონელი და მთელი მონაგები, რაც მოიგეს ქანაანის ქვეყანაში და მივიდნენ ეგვიპტეს - იაკობი და მთელი მისი მონაგარი.
7. თავისი ვაჟიშვილები, ვაჟიშვილთა შვილები, ასულები და ვაჟიშვილთა ასულები - მთელი თავისი მონაგარი ჩაიყვანა ეგვიპტეს.


იგავ. 23,15 - 24,5
15. შვილო, თუ შენი გული ბრძენი იქნება, ჩემი გულიც გაიხარებს.
16. ჩემს შიგანს სიხარული მოიცავს, როდესაც შენი ბაგეები სიმართლეს ილაპარაკებენ.
17. შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
18. რადგან მომავალი არსებობს და შენი იმედი არ წარიკვეთება.
19. მისმინე, შვილო, და ბრძენი იყავი; და გზაზე დააყენე შენი გული.
20. ნუ იქნები ღვინის მსმელებსა და ხორცის მთქვლეფავებს შორის;
21. რადგან ლოთი და მთქვლეფავი გაღარიბდება, ხოლო თვლემა ძონძებით შემოსავს კაცს.
22. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ.
23. ჭეშმარიტება შეიძინე და სიბრძნეს, შეგონებასა და გონიერებას ნუ გაჰყიდი.
24. მართლის მამა მოილხენს და ბრძენის მშობელი მისით გაიხარებს.
25. გაიხარებს შენი დედ-მამა, შენი მშობლები მოილხენენ.
26. შვილო, მე მომეცი შენი გული და შენმა თვალებმა ჩემს გზაზე იყურონ.
27. მეძავი ქალი ღრმა ორმოა და ვიწრო ჭაა უცხო დედაკაცი.
28. ყაჩაღივით არის ჩასაფრებული და ხალხში ორგულებას ამრავლებს.
29. ვინ ოხრავს? ვინ კვნესის? ვინ დაობს? ვინ ჩივის? ვისა აქვს უმიზეზოდ ჭრილობები? ვისა აქვს ჩაწითლებული თვალები?
30. ვინც ღვინოს გვიანამდე უზის, ვინც განზავებული ღვინის საძებნად დადის.
31. ნუ დახარბდები ღვინის სიწითლეზე, ფიალაში რომ ნაპერწკლებს ისვრის და მორაკრაკებს;
32. ბოლოს გველივით კბენს და ასპიტივით გესლავს;
33. შენს თვალებს უცნაურობანი მოელანდება და შენი გული უკუღმართად ოლაპარაკებს.
34. შუაგულ ზღვაში მძინარესავით იქნები, ანძის წვერზე მძინარესავით.
35. იტყვი, მცემდნენ და არ მტკიოდაო, მირტყამდნენ და ვერ ვიგებდიო; გამოვიღვიძებ და ისევ ძებნას დავუწყებო.

1. ნუ გშურს ბოროტი ხალხისა და მათთან ყოფნას ნუ ინდომებ:
2. რადგან ძალადობაზე ფიქრობს მათი გული და მათი ბაგენი ბოროტებაზე ლაპარაკობენ.
3. სიბრძნით შენდება სახლი და გონიერებით არის დაფუძნებული.
4. ცოდნის წყალობით ივსება ოთახები ყოველგვარი ძვირფასი და საუცხოო ქონებით.
5. ბრძენი ძალმოსილზე ძლიერია და მცოდნე კაცი ძალოვან კაცზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
მთაწმინდის მამა დავითის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი იოანე (კიკვაძე): -მამაო,რა არის თანამედროვე ადამიანის პრობლემა?

- უფალი გვაფრთხილებს,