ძველი სტილი
4 იანვარი
ოთხშაბათი
ახალი სტილი
17 იანვარი
მსგეფსი მსგეფსი
შიომღვიმეში მოღვაწეთა: ევაგრესი, ილია დიაკონისა და სხვათა; კრება სამეოცდაათთა მოციქულთა; ღირსისა თეოქტისტესი, სიკელიის კუკუმოს იღუმენისა, სასწაულთმოქმედისა (800); ღირსმოწამეთა ზოსიმე მონაზონისა და მოწამისა ათანასე კომენტარისა (III-IV); ევსტათი I-ისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1279-1286); ღირსისა აპოლინარია სვინკლიტიკესი (დაახლ. 470); ღირსმოწამისა ექვთიმესი, ვათოპედის მონასტრის იღუმენისა, და მისთანა 12-თა მონაზონთა (1275-1285); ღირსმოწამისა ონოფრე ახლისა, ქიოსელისა (1818); ღირსისა ტიმოთე მესვეტისა (872).
დღის ლოცვა
სამოცდაათთა მოციქულთა კონდაკი
ქრისტეს მოწაფეთა გუნდთა სამეოცდა ათთა ყოვლადქებულთა სარწმუნოებით და ქებით უგალობდეთ, რამეთუ ამით მიერ ვისწავეთ ყოველთა სამებისა წმიდისა განუყოფელად თაყუანისცემა, რომელნიცა გიან მნათობად საღმრთოდ მორწმუნეთა.
დღის საკითხავები

მოც.: რომ., 96 დას. (შუათგან), VIII, 8-14. ლკ., 50 დას., X, 1-15.

რომ. VIII, 8-14.
8. ამიტომ ხორციელად მცხოვრებნი ვერ აამებენ ღმერთს.
9. ხოლო თქვენ ხორციელად მყოფნი კი არა ხართ, არამედ - სულიერად, თუკი სული ღვთისა დამკვიდრებულია თქვენში. მაგრამ ვისაც ქრისტეს სული არა აქვს, იგი არც არის მისი.
10. ხოლო თუ ქრისტე თქვენშია, ხორცი ცოდვისთვის მკვდარია, სული კი ცოცხალია სიმართლისათვის.
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.
12. ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ.
13. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით.
14. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს.

ლკ. X, 1-15.
1. ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
2. უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
3. წადით: აჰა, მე გგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
4. ნუ წაიტანებთ ნურც ფუთას, ნურც აბგას, ნურც ფეხსაცმელს, და ნურავის მიესალმებით გზაში.
5. რომელ სახლშიც უნდა შეხვიდეთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
6. თუ იქნება იქ ძე მშვიდობისა, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და - თქვენვე დაგიბრუნდებათ.
7. იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაცა აქვთ, რადგანაც ღირსია მაშვრალი თავისი საზღაურისა. ნუ გადახვალთ სახლიდან სახლში.
8. თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რაც შემოგთავაზონ.
9. განკურნეთ იქაური სნეულნი და უთხარით მათ: მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
10. ხოლო თუ რომელიმე ქალაქში მიხვალთ და არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
11. თვით მტვერს, რომელიც თქვენს ქალაქში მოგვეკრა, ჩამოვიბერტყავთ და თქვენ გიტოვებთ; მაგრამ იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ ღმრთის სასუფეველი.
12. გეუბნებით, განკითხვის დღე სოდომისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე ამ ქალაქისათვის.
13. ვაი, შენდა, ქორაზინ! ვაი შენდა, ბეთსაიდა! რადგან ტიროსსა და სიდონს რომ მოვლენოდა თქვენში მოვლენილი სასწაული, რა ხანია ძაძასა და ნაცარში მსხდომნი შეინანებდნენ.
14. ამიტომ განკითხვის დღე ტიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე თქვენთვის.
15. და შენ, კაპერნაუმ, თვით ზეცამდე ამაღლებული, ჯოჯოხეთამდე დაემხობი.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
წმინდა თეოფანე დაყუდებული მრისხანებას ასე განმარტავს: "თქვენ ავად ხართ; მე კი თქვენი მდგომარეობა სხვაგვარად მესმოდა;