ძველი სტილი
15 იანვარი
კვირა
ახალი სტილი
28 იანვარი
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. ხმა 1.
ხსნილი ხსნილი
მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. ღირსთა ამბა პავლე განშორებულისა, თებელისა (III) და იოანე გლახაკისა (V); წმიდათა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (IV); ღირსმოწამისა პანსოფი ალექსანდრიელისა (249-251); ღირსთა პროხორე პშინელისა (1067) და გაბრიელ ლესნოველისა (XII); გერასიმე პალადასისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა, კრეტელისა (XVIII); 6-თა ღირსთა მამათა, მეუდაბნოეთა; ღირსისა ალექსანდრე მღვიძარესი (V); წმიდისა იტა ირლანდიელისა (570).
დღის ლოცვა
მეზვერისა და ფარისევლის კვირა

კონდაკი
: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.

კონდაკი: სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.
ღირსთა ამბა პავლე განშორებულისა, თებელისა, და იოანე გლახაკისა
კონდაკი: ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა და მმარხველთა მტკიცო საფუძველო.

კონდაკი: შეიყუარე სიბრძნე წარუპარველი სიგლახაკისა და სიმდიდრე მშობელთა შენთა მოიძულენ, და იპყრენ სახარებაი ხელთა შინა შენთა, და შეუდეგ ქრისტესა ღმერთსა, იოანე, მას ევედრე დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები

ცისკ. - სახ. I მთ. 116 დას. XXVIII, 16-20. ლიტ. - 2 ტიმ. 296 დას. III, 10-15. ლკ. 89 დას. XVIII, 10-14.

მთ. 116 დას. XXVIII, 16-20.

16. ხოლო თერთმეტი მოწაფე გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
17. იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
18. მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
19. მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
20. ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიღრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.

2ტიმ. III, 10-15.
10. შენ კი გამოჰყევ ჩემს მოძღვრებას, სარბიელს, ზრახვას, რწმენას, დიდსულოვნებას, სიყვარულს, მოთმინებას,
11. დევნილობას, ვნებას, რაც დავითმინე ანტიოქიაში, იკონიაში, ლისტრეში, მაგრამ ყველაფრისგან მიხსნა უფალმა.
12. ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება.
13. უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან.
14. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული.
15. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით.

ლკ. XVIII, 10-14.
10. ორი კაცი შევიდა ტაძარში სალოცავად: ერთი ფარისეველი და ერთიც მებაჟე.
11. ფარისეველი დადგა და ასე ლოცუღობდა გულში: ღმერთო, გმადლობ, რადგან არა ვარ, სხვა კაცთა მსგავსად, მტაცებელი, უსამართლო, მემრუშე, და არც ამ მებაჟეს ვგავარ.
12. ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ.
13. ხოლო მოშორებით მდგარი მებაჟე იმასაც კი ვერ ბედავდა, რომ ზეცად აღეპყრო თვალნი, არამედ მკერდში იცემდა მჯიღს და ამბობდა: ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილს.
14. გეუბნებით: სახლში ეს უფრო გამართლებული დაბრუნდა, ვიდრე ის. რადგან ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
გარდაცვალება ყოველი ადამიანის ხვედრია, რომელსაც ვერავინ გაექცევა. "ვინ არს კაცი, რომელი ცხონდეს და არა იხილოს სიკვდილი" (ფს. 88,48), თუმცა დაფარულია, როდის დაგვიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის ჟამი.