ძველი სტილი
4 მარტი
პარასკევი
ახალი სტილი
17 მარტი
დიდმარხვის მესამე შვიდეული. ხმა 5.
მარხვა მარხვა
ღირსისა გერასიმე იორდანელისა (475); მოწამეთა პავლესი და დისა მისისა ივლიანასი (დაახლ. 273); გრიგოლისა, კვიპროსის კოსტანცელი ეპისკოპოსისა; კეთილმსახურისა მთავრისა დანიელ მოსკოველისა (1303); ღირსისა გრიგოლისა, ასელი ეპისკოპოსისა (1150/1185); მოწამეთა: აკაკისა, კოდრატესი და სტრატონიკესი, ეგვიპტის პტოლემაიდაში წამებულთა (დაახლ. 273).
დღის ლოცვა
ღირსი გერასიმე იორდანიელის კონდაკი:
აღეტყინე შენ ზეცისა სურვილითა და სიფიცხე იგი იორდანისა უდაბნოსა აღირჩიენ უფროს ყოვლისა სოფლისა სიტკბოებათა, ვინაიცა მხეცი დაგამორჩილა შენ ვიდრემდე სიკუდიდმდე, მამაო მორჩილებისაო, და მწუხარებით საფლავსა შენსა ზედა აღესრულა, და აწ ჩუენთვისცა ევედრე ესრეთ მადიდებელსა შენსა ქრისტესა ღმერთსა, მამაო გერასიმე, რომელნი მოგიხსენებთ შენ.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. XIII, 2-13. მწუხ. - შესქ. VIII, 4-21. იგავ. X, 31 - XI, 12.



ეს. 13,2-13
2. ხმელ გორზე აღმართეთ დროშა, ხმამაღლა გასძახეთ, ხელი დაუქნიეთ, რომ შემოვიდნენ მთავართა კარიბჭით.
3. მე ვუბრძანე ჩემს განწმედილთ, მოვუხმე კიდეც ჩემს ძლიერთ ჩემი რისხვისათვის, ჩემი სიდიადით მოზეიმეთ.
4. მთებზე გუგუნია, თითქოს მრავალი ხალხისაგან, ერთად თავშეყრილი ხალხების სამეფოთა ჟრიამული; ცაბაოთ უფალი თავად ათვალიერებს საომრად გამზადებულ ლაშქარს.
5. შორი ქვეყნებიდან, ცის კიდიდან მოდიან, უფალი და მისი რისხვის იარაღი მთელი ქვეყნის დასაქცევად.
6. მოთქვამდეთ, რადგან ახლოვდება უფლის დღე, მოდის როგორც რბევა ყოვლადძლიერისგან.
7. ამიტომაც დაუძლურდა ყოველი მკლავი და ყოველი კაცის გული შემდრკალია.
8. შიშისზარი აქვთ, კრუნჩხვებმა და ტკივილებმა შეიპყრეს, მშობიარე ქალივით იტანჯებიან, გაოგნებულნი შეჰყურებენ ერთმანეთს, სახეზე ცეცხლი ეკიდებათ.
9. აჰა, დადგა უფლის დღე - დღე სასტიკი, დღე რისხვისა და გაცეცხლებისა ქვეყნიერების იავარსაყოფად და ცოდვილთა წარსახოცად მისი პირისაგან.
10. რადგან ცის ვარსკვლავები და მისი ხომლი ჩაქრებიან, დაბნელდება ამომავალი მზე და მთვარე აღარ მოაფენს თავის ნათელს.
11. მოვკითხავ ქვეყნიერებას მის სიავეს და ბოროტეულთ - მათ დანაშაულს; ბოლოს მოვუღებ ამპარტავანთა ქედმაღლობას და მტარვალთა სიამაყეს დავამდაბლებ.
12. დავაფასებ კაცს ხალას ოქროზე მეტად და ადამიანს - ოფირის ზოდზე მეტად.
13. ამიტომაც შევაზანზარებ ცას და შეირყევა დედამიწა თავისი ადგილიდან ცაბაოთ უფლის გულისწყრომისას და მისი რისხვის ანთების დღეს.


დაბ. 8,4-21
4. მეშვიდე თვეს, თვის მეჩვიდმეტე დღეს არარატის მთებს მიადგა კიდობანი.
5. თანდათან იკლებდა წყალი მეათე თვემდე. მეათე თვის პირველ დღეს გამოჩნდა მთათა მწვერვალები.
6. ორმოცი დღის შემდეგ გააღო ნოემ სარკმელი, კიდობნისთვის რომ ჰქონდა დატანებული.
7. გამოუშვა ყორანი; მიფრინავდა იგი და უკანვე ბრუნდებოდა, ვიდრე დაშრებოდა წყალი დედამიწაზე.
8. გაუშვა მტრედი, რომ გაეგო - თუ დაიკლო წყალმა მიწის პირზე.
9. ვერ იპოვა მტრედმა ბრჭყალის მოსაჭიდი და უკანვე მოუბრუნდა კიდობანში, რადგან ჯერ კიდევ იდგა წყალი მთელს მიწის პირზე; გაიწოდა ხელი ნოემ, აიყვანა იგი და შეიყვანა კიდობანში.
10. შვიდ დღეს კიდევ იცადა და ხელახლა გაუშვა მტრედი კიდობნიდან.
11. დაუბრუნდა მტრედი საღამოჟამს და, აჰა, ზეთისხილის ნედლი რტო ეჭირა ნისკარტით. მიხვდა ნოე, რომ დამწდარიყო წყალი დედამიწაზე.
12. შვიდ დღეს დაიცადა კიდევ და გაუშვა მტრედი; აღარ მობრუნებულა იგი მასთან.
13. ექვსასმეერთე წელს, პირველი თვის დამდეგს დაშრა წყალი ქვეყნად; ახადა ნოემ სახურავი კიდობანს და ხედავს, აჰა, გამშრალია მიწის პირი.
14. მეორე თვის ოცდამეშვიდე დღეს გამოშრა დედამიწა.
15. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს:
16. გამოდით კიდობნიდან შენ და შენი ცოლი, შენა შვილები და მათი ცოლები.
17. ყველა ცხოველი შენთან მყოფი, ყველა ხორციელი, ფრინველი, პირუტყვი, და ყველა ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, გამოიყვანე შენთან ერთად; მოეფინონ ქვეყანას, ინაყოფიერონ და გამრავლდნენ ქვეყნად.
18. გამოვიდა ნოე და მასთან ერთად მისი შვილები, მისი ცოლი და მისი შვილების ცოლები.
19. ყოველი ცხოველი, ყოველი პირუტყვი, ყოველი ქვეწარმავალი, მიწაზე მძრომელი, ყოველი ფრინველი, თავ-თავისი გვარისდა მიხედვით გამოვიდა კიდობნიდან.
20. აუგო ნოემ სამსხვერპლო უფალს, თითო-თითო ამოარჩია ყოველი წმიდა პირუტყვიდან და ყოველი წმიდა ფრინველიდან და აღსავლენად მიიტანა სამსხვერპლოზე.
21. იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.


იგავ. 10,31 - 11,12
31. მართლის პირი სიბრძნეს აღმოაცენებს, ღალატიანი ენა კი მოიკვეთება.
32. მართლის ბაგენი მადლს აუწყებენ, ბოროტეულთა პირი კი - ღალატს.

1. მრუდი პინები სისაძაგლეა უფლისთვის, სწორი საწონი - სასურველი.
2. ამპარტავნობას დამცირება მოჰყვება, თვინიერებთან კი სიბრძნეა.
3. წრფელებს მათი უმწიკვლოება წარუძღვება, ვერაგებს კი დაღუპავს მათი ცხოვრება.
4. არავის არგებს სიმდიდრე რისხვის დღეს, სიმართლე კი იხსნის სიკვდილისგან.
5. უმწიკვლო კაცს სიმართლე უსწორებს გზას, უკეთური კი თავისი უკეთურებით დაეცემა.
6. გულწრფელებს თავიანთი სიმართლე იხსნის, მზაკვარნი კი თავიანთივე სიხარბით დატყვევდებიან.
7. ბოროტეული კაცის სიკვდილისთანავე ქარწყლდება იმედი და ჭირისუფალთა მოლოდინიც გაქარწყლებულია.
8. მართალი ხსნილია ჭირისაგან, მის ნაცვლად ბოროტეულს დაატყდება თავს.
9. პირფერი თავისი ენით ღუპავს თავის ახლობელს, მართალნი კი ცოდნით გადარჩებიან.
10. მართალთა კეთილდღეობისას ხარობს ქალაქი, ბოროტეულთა დაღუპვის დროს კი ზეიმობს.
11. წრფელთა კურთხევით მაღლდება ქალაქი, ბოროტეულთა პირით კი ინგრევა.
12. ჭკუათხელი თავის ახლობელს აწყენინებს, გონიერი კაცი კი დადუმებულია.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობას მართლმადიდებელი ეკლესია ახალი სტილით 21 სექტემბერს დღესასწაულობს.
საიტის პარტნიორები