ძველი სტილი
17 თებერვალი
ხუთშაბათი
ახალი სტილი
2 მარტი
დიდმარხვის პირველი შვიდეული. ხმა 3.
მძიმე მარხვა მძიმე მარხვა
დიდმოწამისა თეოდორე ტირონისა, ახლად სტრატიოტად განწესებულისა (IV); მღვდელმოწამისა თეოდორე აჭარელისა, მღვდელმონაზონისა, ოსმალთაგან წამებულისა (XIX); მართლისა მარიამნასი, მოციქულ ფილიპეს დისა (I); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა მოწამისა მინა კალიკელადისა (867-889); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, რუსეთის პატრიარქისა, სასწაულმოქმედისა (1612); ღირსისა თეოსტირიკტოსი; ავქსივი კვიპრელი ეპისკოპოსისა (102); კეთილმსახურთა მეფეთა მარკიანესი (450-457) და პულხერიასი (453); ღირსისა რომანოზ ტირნოველისა (დაახლ. 1370); მოწამისა მიქაელ ანდრიანოპოლელისა (1490); მოწამისა თეოდორე ბიზანტიელისა (1795).
დღის ლოცვა
დიდმოწამე თეოდორე ტირონის
ტროპარი:
იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თეოდორე, ღირსო, აღმოდის კურნება სასწაულთა შენთა, და ჩუენ, მგალობელთა შენთა, გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობაი.

ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა; მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

კონდაკი: სარწმუნოებაი ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი, შეიმოსე, ჰოი მრავალმოღუაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკვე, საუკუნითგან მაღლით გარდამო.
დღის საკითხავები
VI ჟამ. - ეს. II, 11-21. მწუხ. - შესქ. II, 4-19. იგავ. III, 1-18.

ეს. 2,11-21
11. გონიერება დაგიფარავს და შეგნება დაგიცავს,
12. რომ გიხსნას ბოროტების გზიდან, თვალთმაქცი კაცისაგან,
13. სწორი გზის დამტოვებელთაგან, ბნელი გზით მოარულთაგან,
14. ბოროტი საქმით მოხარულთაგან, რომლებიც ბოროტი თვალთმაქცობით ხარობენ,
15. რომელთა სავალი მრუდია და საქციელი უკუღმართია,
16. რომ გიხსნას უცხო ქალისაგან, უცხოთესლისგან, მისი ლაქარდიანი ენისაგან,
17. რომელმაც სიყრმის მეგობარი მიატოვა და ღვთის აღთქმა დაივიწყა,
18. რადგან მისი სახლის წიაღ სიკვდილია, მისი ნაბიჯები აჩრდილებისკენ არის მიმართული.
19. იქ შემსვლელთაგან უკან ვერავინ ბრუნდება, სიცოცხლის გზებს კვლავ ვეღარ დაადგება.
20. რომ დადიოდე კეთილი გზით და მართალთა ბილიკებს არ გადაუხვიო,
21. რადგან ალალმართლები უნდა გამკვიდრდნენ ქვეყნად და უმწიკვლონი უნდა გადარჩნენ.


დაბ. 2,4-19
4. ასეთი იყო ცისა და მიწის დაბადება მათი შექმნისას, როცა ქმნიდა უფალი ღმერთი მიწას და ცას.
5. ჯერ კიდევ მინდვრის ბუჩქიც არ იყო დედამიწაზე, ერთი ღერი ბალახიც არ იყო აღმოცენებული, რადგან არ უწვიმებია უფალ ღმერთს დედამიწაზე და კაცი (ადამი) არ იყო, რომ მიწა დაემუშავებინა.
6. ორთქლი ადიოდა მიწიდან და რწყავდა მიწის პირს.
7. გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი (კაცი) მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად.
8. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში, და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა.
9. აღმოაცენა უფალმა ღმერთმა მიწიდან ყოველი ხე, სანახავად საამო და საჭმელად ვარგისი, შუაგულ ბაღში კი ხე სიცოცხლისა და ხე კეთილის და ბოროტის შეცნობისა.
10. მდინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება ოთხი ნაკადი.
11 . ერთის სახელია ფიშონი; იგი გარს უვლის ხავილას ქვეყანას, სადაც ოქროა.
12. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც.
13. მეორე მდინარის სახელია გიხონი; იგი გარს უვლის მთელს ქუშის ქვეყანას.
14. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
15. აიყვანა ადამი უფალმა ღმერთმა და დაასახლა ედემის ბაღში მის დასამუშავებლად და დასაცავად.
16. გააფრთხილა უფალმა ღმერთმა ადამი, უთხრა: ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში.
17. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებით.
18. თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს.
19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიჰგვარა ადამს, რომ ენახა, რას დაარქმევდა. რომელ სულდგმულს რას დაარქმევდა ადამი, მისი სახელიც ის იქნებოდა.


იგავ. 3,1-18
1. შვილო, ჩემი რჯული არ დაივიწყო, ჩვმი მცნებები დაიმარხოს შენმა გულმა,
2. დღეგრძელობას, სიცოცხლის წლებს და ჯანმრთელობას შეგძენენ.
3. მადლმა და სიმტკიცემ არ მიგატოვოს; ყელზე მიიბი, გულის ფიცარზე დაიწერე.
4. წყალობას და სიკეთეს ჰპოვებ ღვთისა და ადამიანის თვალში.
5. ესავდე უფალს მთელი გულით და ნუ დაენდობი სავუთარ ჭკუას.
6. შეეცადე მის შეცნობას ყოველ შენს გზაზე და ის გაგისწორებს სავალს.
7. ნუ იფიქრებ, რომ ბრძენი ხარ, უფლის გეშინოდეს და ბოროტებას განერიდე.
8. ეს არის შენი სხეულის განკურნება და საზრდო შენი ძვლებისათვის.
9. პატივი მიაგე უფალს შენი ქონებიდან და მთელი შენი მოსავლის პირველმოწეული ნაყოფით.
10. ჭერამდე აივსება შენი ბეღლები და მაჭრის ღვარს ადინებს საწნახლები.
11. უფლის შეგონებას ნუ უგულებელყოფ, შვილო, და მის მხილებებს ნუ წაუყრუებ;
12. რადგან ვინც უყვარს, იმას ამხილებს უფალი და სწყალობს, როგორც მამა საკუთარ შვილს.
13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.
15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
იერუსალიმის გადაყენებულ პატრიარქ ირინეოსს 22 მარტს სტუმრად ეწვია მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, რომელიც იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, მაცხოვრის ახლად რესტავრირებული საფლავის კუვუკლიის კურთხევაზე იმყოფებოდა.
საიტის პარტნიორები