ძველი სტილი
15 იანვარი
შაბათი
ახალი სტილი
28 იანვარი
სულთმოფენობიდან 32-ე შვიდეული. ხმა 6.
ხსნილი ხსნილი
ღირსთა ამბა პავლე განშორებულისა, თებელისა (III) და იოანე გლახაკისა (V); წმიდათა სალომე უჯარმელისა და პეროჟავრა სივნიელისა (IV); ღირსმოწამისა პანსოფი ალექსანდრიელისა (249-251); ღირსთა პროხორე პშინელისა (1067) და გაბრიელ ლესნოველისა (XII); გერასიმე პალადასისა, ალექსანდრიელი პატრიარქისა, კრეტელისა (XVIII); 6-თა ღირსთა მამათა, მეუდაბნოეთა; ღირსისა ალექსანდრე მღვიძარესი (V); წმიდისა იტა ირლანდიელისა (570).
დღის ლოცვა
ღირსთა ამბა პავლე განშორებულისა, თებელისა, და იოანე გლახაკისა
კონდაკი: ვითარცა მთიებსა დაუვალისა საცნაურისა მზისასა, დღეს შემოკრებულნი შეგასხამთ გალობითა, რამეთუ აღმობრწყინდი მყოფთა ბნელსა უმეცრებისასა და ყოველთა აღმოუწოდებ საღმრთოსა მიმართ სიმაღლისა, თებაიდისა სამკაულო პავლე ღირსო, მამათა და მმარხველთა მტკიცო საფუძველო.

კონდაკი: შეიყუარე სიბრძნე წარუპარველი სიგლახაკისა და სიმდიდრე მშობელთა შენთა მოიძულენ, და იპყრენ სახარებაი ხელთა შინა შენთა, და შეუდეგ ქრისტესა ღმერთსა, იოანე, მას ევედრე დაუცხრომლად ჩვენ ყოველთათვის.
დღის საკითხავები
ღირს.: გალ., 213 დას., V, 22 - VI, 2. მთ., 43 დას., XI, 27-30. რიგ.: 1 სოლ., 273 დას., V, 14-23. ლკ., 84 დას., XVII, 3-10.

გალ. V, 22 - VI, 2.
22. ხოლო სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა,
23. თვინიერება, თავშეკავება; ამათ წინააღმდეგ არ არის რჯული.
24. ხოლო მათ, ვინც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებით და ვნებებითურთ.
25. თუ სულით ვცოცხლობთ, სულითვე უნდა ვიაროთ.
26. ნუ ვიქნებით პატივმოყვარენი, ურთიერთგამომწვევნი, ერთურთის მოშურნენი.

1. ძმანო, თუ კაცმა რაიმე ცოდვაში ჩაიდგა ფეხი, თქვენ, ვინცა ხართ სულიერნი, შეაგონეთ მას თვინიერების სულით; დაუკვირდი შენსავე თავს, რათა თავადაც არ ჩავარდე განსაცდელში.
2. ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.

მთ. XI, 27-30.
27. ყველაფერი მამისაგან მომეცა მე და არავინ იცის ძე, გარდა მამისა; და არც მამა იცის ვინმემ, გარდა ძისა და იმისა, ვისთვისაც ძე ინებებს მის გამოცხადებას.
28. მოდით ჩემთან ყოველი მაშვრალნი და ტვირთმძიმენი, და მე მოგიფონებთ თქვენ.
29. დაიდგით ქედზე ჩემი უღელი და ისწავლეთ ჩემგან, ვინაიდან მშვიდი ვარ და გულით მდაბალი, და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს.
30. ვინაიდან უღელი ჩემი ამოა, და ტვირთი ჩემი - მსუბუქი.

სოლ. V, 14-23.
14. ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.
15. თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
16. მარადის ხარობდეთ.
17. გამუდმებით ილოცეთ.
18. მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
19. ნუ დაშრეტთ სულს.
20. წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.
21. ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.
22. განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
23. თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.

ლკ. XVII, 3-10.
3. დაუკვირდით თქვენს თავს: თუკი შენი ძმა შეგცოდავს, შერისხე იგი; და თუ შეინანებს, მიუტევე.
4. დღეში შვიდჯერაც რომ შეგცოდოს და შვიდჯერვე მოგიბრუნდეს და გითხრას - ვნანობო, მიუტევე.
5. და უთხრეს მოციქულებმა უფალს: გვიმრავლე რწმენა.
6. ხოლო უფალმა თქვა: მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენაც რომ გქონდეთ და უთხრათ ამ ლეღვის ხეს: აღმოიფხვერი მანდედან და ზღვაში გადაინერგეთ, გაგიგონებთ.
7. მონა რომ გყავდეთ ვინმეს, მხვნელი თუ მწყემსი, რომელი თქვენგანი ეტყვის მინდვრიდან დაბრუნებულს: მიდი, სუფრას მიუჯექიო?
8. თუ, პირიქით, ეტყვის: მომიმზადე ვახშამი, სარტყელი მოირტყი და მომემსახურე, სანამდის ვჭამ და ვსვამ, ხოლო შემდეგ თავადაც ჭამე და სვიო.
9. ნუთუ მონის მადლიერი იქნება მხოლოდ იმიტომ, რომ ბრძანება შეუსრულა? არა მგონია.
10. ასევე თქვენც, როცა აღასრულებთ ყველაფერს, რაც ნაბრძანები გქონდათ, თქვით: უვარგისი მონები ვართ, ვინაიდან ვქენით ის, რაც უნდა გვექნა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler