წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინოსი (საქართველოში შემოსვლა, დაახლ. 323); იოანე გუთელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 770-790); მღვდელმოწამეთა: პატრიკისა, პრუსელი ეპისკოპოსისა, და მისთანა აკაკი, მენანდრო და პოლიენო ხუცესთა (დაახლ. 100); მოწამისა კალუთა ეგვიპტელისა (284-303); კეთილმსახურისა მთავრისა დიმიტრი დონელისა (1389).
დღის ლოცვა
მოციქულთა სწორი ქალწული ნინოს, ქართველთა განმანათლებელის
ტროპარი: უნათლისმცემლე ცხოვართა განბნეულთა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰკრიბე და მიჰგუარე ქართველნი ღმერთსა მართალსა, დედაო წმიდაო ნინო, ევედრე შვილთა შენთათვის ქრისტესა ღმერთსა.
ტროპარი: სიტყვისა ღმრთისა მსახურთა თანამოსაგრეო და ანდრიას ქადაგებისა წარმართებაო, ქართველთა განმანათლებელო, და სულისა წმიდისა ქნარო ნინო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მოციქული ქრისტესგან გამორჩეული, ქადაგი სიტყვისა ღმრთისა, განსწავლული, მახარებელი ცხორებისა, წინამძღუარი ქართველთა ერისა გზათა სიმართლისათა, დედისა ღმრთისა საკუთარი მოწაფე ნინო, შევამკოთ დღეს ყოველთა ძნობითა საღმრთოთა, მეოხი მხურვალე, მცველი დაუძინებელი.