წმიდათა მამათა შვიდთა მსოფლიოთა კრებათა; წმიდათა მოწამეთა ძმათა: დავითისა და ტირიჭანისა და დედისა მათისა თაგინესი (693); მოწამისა თეოდოტე ანკვირელისა და შვიდთა ქალწულმოწამეთა: ალექსანდრასი, ტეკუსასი, კლავდიასი, ფაინასი, ევფრასიასი, მატრონასი და იულიასი (303); მოწამეთა: პეტრესი, დიონისესი, ანდრიასი, პავლესი და ქრისტინესი (249-251); მოწამეთა: სვიმეონისა, ისააკისა და ბაქტისისა (IV); მოწამეთა: ირაკლისი (ჰერაკლესი), პავლინესი და ბენედიმესი.
დღის ლოცვა
7 მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება
ტროპარი: უფროსად დიდებულ ხარ შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, რომელმან მნათობად ქუეყანასა ზედა მამანი ჩუენნი დააფუძნე და მათ მიერ ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა მიმართ ჩუენ ყოველთა წარგვიმართე; მრავალმოწყალეო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.