აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა. ღირსისა თეოდორე განწმედილისა (368); მღვდელმოწამისა ალექსანდრესი, იერუსალიმელი ეპისკოპოსისა (213-250); მოწამეთა: ვიტესი, მოდესტისა და კრისკენტიასი (დაახლ. 303); ნეტარისა ყრმისა მუზა ქალწულისა (V); ღირსთა მამათა, წმიდა საბას ლავრაში გვემულთა (614); გიორგი II-ისა, მიტილენელი ეპისკოპოსისა (IX).
დღის ლოცვა
აღდგომიდან მე-5, სამარიტელის კვირა
ტროპარი: ბრწყინვალე იგი აღდგომისა ქადაგებაი ანგელოზისაგან ისწავეს უფლისა მოწაფეთა დედათა და პირველი იგი წყევაი განაგდეს, და მოციქულთა სიხარულით ეტყოდეს: დაიხსნა სიკვდილი, რამეთუ აღდგა ქრისტე მკვდრეთით და მოანიჭა სოფელსა დიდი წყალობაი.
კონდაკი: სარწმუნოებით მოსრულმან წყაროსა ზედა სამარიტელმან გიხილა შენ წყალი სიბრძნისა, რომლისა მსმენელმან უხვებით დაიმკვიდრა საუკუნოდ მაღალი იგი სუფევაი, ვითარცა მარადის დიდებულმან.