ერგასის განზოგება. ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსისა (403); გერმანე კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (740); საბინე კვიპრელი მთავარეპისკოპოსისა (V) და პოლუბისა, რინოკირელი ეპისკოპოსისა (V); მღვდელმოწამისა ერმოგენისა, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქისა (1913).
დღის ლოცვა
აღდგომიდან მე-4 შვიდეულის ოთხშაბათი, შუაზატიკობა
ტროპარი: განზოგებასა დღესასწაულისა წყურიელი სული ჩემი მცნებათა შენთა წყლითა განაგრილე, რამეთუ ყოველთა უღაღადე, მაცხოვარო ჩუენო: რომელთა აწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სვემდინ წყარო ცხოვრებისა ჩუენისაო, ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.
კონდაკი: განზოგებასა სჯულიერისა დღესასწაულისასა ყოველტა დამბადებელო და მეუფეო წრისტე ღმერთო, ეტყოდი ტაძრად მდგომარეთა ერთა: მოვედით ჩემდა წყურიელნი და აღმოივსეთ უკუდავებისა წყალი, ვინაიცა გევედრებით და ვხმობთსარწმუნოებით: წყალობანი შენი მოგვანიწენ ჩუენ, ქრისტე ღმერთო, რამეთუ შენ ხარ წყარო ცხოვრებისა ჩუენისა.
ეპიფანე კვიპრელი ეპისკოპოსის კონდაკი:
მდღელმთავართა საკვირველთა ერთობით ვადიდებდეთ, მორწმუნენო, ჯერისაებრ გერმანეს თანა დიდებულსა ეპიფანეს, რამეთუ ამათ შესწვნეს უღმრთოთა ენანი და რწმენილნი სჯულნი ბრძენნი უქადაგნეს ყოველთა მართლმადიდებლობით მგალობელთა მარადის კეთილმსახურებისა დიდსა საიდუმლოსა.