ნეტარისა ქრისტესიასი, ქრისტეფორედ წოდებულისა (1771); მღვდელმოწამისა მოკიოს ხუცისა (დაახლ. 295); მოციქულთა სწორთა მეთოდესი (885) და კირილესი (869), სლოვენთა მოძღვართა; ნიკოდიმოსისა, სერბელი მთავარეპისკოპოსისა (1325).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე მოკიოსის კონდაკი:
შეიჭურე ფარითა სარწმუნოებისათა და განეწყვე უღმრთოთა, და განისრენ იგინი, მღვდელმოწამეო მოკი, და ქრისტეს მიერ გვირგვინი მოიხვენ შენ; ამისთვისცა ანგელოზთა თანა იხარებ, იხსნენ ჭირთაგან მგალობელნი შენნი და ევედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.