წმიდისა და ყოვლადქებულისა იაკობ მოციქულისა, ძისა ზებედესი, და ძმისა წმიდისა იოანე მახარებელისა და ღმრთისმეტყველისა (44); დონატესი, ევრიელი ეპისკოპოსისა (დაახლ. 387); პოვნა წმიდათა ნაწილთა მღვდელმოწამისა ბასილისა, ამასიელი ეპისკოპოსისა (IV); მოწამისა მაქსიმესი; ეგნატესი (ბრიანჩანინოვი, 1867).
დღის ლოცვა
მოციქულ იაკობ ზებედესი, ძმისა იოანე ღვთისმეტყველის
ტროპარი: მოციქულ იქმენ რჩეულ ქრისტესა, ღმრთისმეტყუელისა საყუარელისა ძმა თანად შობილი, ყოვლადქებულო იაკობ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევებაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: ხმისა საღმრთოსა მსმენელმან მწოდებელისა შენისამან, სიყუარული მამისა შეურაცხ-ჰყავ და მირბიოდი ქრისტესა, იაკობ, ძმისა შენისა თანა დიდებულო, რომლისა თანა ღირს-იქმენ ხილვად უფლისა საღმრთოსა ფერისცვალებასა.