მოციქულთა 70-თაგანთა: იასონისა და სოსიპატრესი, კერკირა ქალწულისა და სხვათა, მათთანა ვნებულთა (I); მოწამეთა: დადასი, მაქსიმესი და კვინტილიანესი (286); მოწამეთა: სატორნისა, იაკისქოლესი, ფავსტიანესი, იანვარისა, მარსალისა, ევფრასისა, მამიასი, მურინესი, ზენონისა, ევსევისა, ნეონისა და ვიტალისა (დაახლ. 63).
დღის ლოცვა
მოციქულთა: იასონ და სოსიპატრესი, კერკირა ქალწულისა და სხვათა კონდაკი:
გამოსჩნდით, ვითარცა ვარსკულავნი ყოვლადბრწყინვალენი, და განანათლებთ ყოველსა სოფელსა ნათლითა ქადაგებისათა, საღმრთონო მოციქულნო იასონ და სოსიპატრე, აცხოვნენით სარწმუნოებით პატივისმცემელნი თქუენნი.