ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი. მსგეფსი.
მსგეფსი
ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევი. დღესასწაული ღმრთისმშობლის ხატისა "წყარო ცხოვრებისა" (გარდამავალია, იდღესასწაულება ბრწყინვალე შვიდეულის პარასკევს); წმიდისა დიდებულისა, დიდმოწამისა, ძლევაშემოსილისა და სასწაულმოქმედისა გიორგისა (303); მოწამისა დედოფლისა ალექსანდრასი (303-314); მოწამეთა: ანატოლისა და პროტოლეონისა (303).
დღის ლოცვა
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "წყარო ცხოვრებისა"
კონდაკი: წყაროსაგან წარმოუცალიერებისა მადლისა შენისა მომეც მე, ღმრთივმიმადლებულო, რომლელმან აღმოაცენე წყარო მადლისა, მარადის მომდინარე უფროის სიტყვისა, და გვიშევ სიტყუაი ღმრთისა უაღრეს გონებისა, და შემაცვრიე მე მადლითა შენითა, რაითა გიღაღადებდე შენ: გიხაროდენ, წყაროო ცხოვრებისაო.
დიდი მოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველთმოქმედი გიორგისი
ტროპარი: ტყუეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელისაღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვუაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მოიმუშაკე ღმრთისა მიერ, და გამოჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთისმსახურებისა, გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით ჰთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღუაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.