ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათი. კრება ღირსთა მამათა, სინას წმიდა მთაზე მოსაგრეთა (გარდამავალია, მოიხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს). მღდელმოწამისა ექვთიმესი, გაენათელი მიტროპოლიტისა (შერვაშიძე, 1822); მღდელმოწამისა იანუარი ეპისკოპოსისა და მისთანა მოწამეთა: პროკულე, სოსე და ფავსტო დიაკონთა, დისიდერი წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონისა (დაახლ. 305); მოწამეთა: თეოდორე პერგიელისა, დედისა მისისა ფილიპიასი, დიოსკორესი, სოკრატესი და დიონისესი (II); მოწამეთა: ისაკისა, აპოლოსისა და კოდრატესი (303); მაქსიმიანესი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქისა (434).
დღის ლოცვა
მღვდელმოწამე იანუარი ეპისკოპოსის და მისთანა ფავსტოსი, პროკულესი და სოსე დიაკონთა, დისიდერი წიგნისმკითხველისა, ევტიქისა და აკუტიონის კონდაკი:
სამღდელოთა საცხებელითა განშუენდით, დიდებულნო იანუარი და თეოდორე, და წამებისა სისხლითა შეიმკვენით, და ბრწყინავთ მაღალთა შინა მოხარულნი, და ჩუენ გარდამოგვხედავთ ტაძართა შინა თქუენთა მოსრულთა, და მას შინა დაუცხრომელად მღაღადებელთა, ვითარმედ დაგვიფარენით ჩუენ ყოველნი შეწევნითა კაცთმოყუარისა ღმრთისათა.