ადამიანი, რომელიც არ აბარებს აღსარებას და არ იღებს ზიარებას, თავს იტყუებს...
ადამიანი, რომელიც არ აბარებს აღსარებას და არ იღებს ზიარებას, თავს იტყუებს...
ქანდის წმინდა 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, სქემარქიმანდრიტი სერაფიმე (ბითხარიბი):
-ეკლესია დედაა ყველა ადამიანისთვის. ვისთვისაც ეკლესია დედა არ არის, მისთვის ღმერთი-მამა ვერ იქნება! ამ შეგნებით წმინდა ღმერთი მოაღწევს ჩვენამდე საუკუნეთა წიაღიდან. კაცთა მოდგმის მტერმა ადამიანთა გულებში სიცრუე დათესა. მხოლოდ დედა ეკლესიაშიის წიაღშია შესაძლებელი ადამიანის ხსნა და გადარჩენა. ეს ორგანიზაცია ხალხმა გამოიგონა, ასე რომ მე იქ არ მივალ,-ასეთი აზრიც გვსმენია, ეს შეცდომაა, რამეთუ ეკლესია თავად ღმერთმა, იესო ქრისტემ დააარსა. მანვე დაადგინა ზიარების საიდუმლო. ადამიანი, რომელიც არ აბარებს აღსარებას და არ იღებს ზიარებას, თავს იტყუებს. ზოგჯერ ასეთიც გვსმენია, რადგან მოვინათლე უკვე გადარჩენილი ვარ. ამგვარი აზრი დიდი ადამიანური შეცდომაა! დიახ, მონათლულ ადამიანს გადარჩენის უდიდესი შანსი აქვს. ისმის კითხვა: -ადამიანი ნათლობის შემდეგ, წმინდანად ცხოვრობს და არასოდეს სცოდავს? ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ ასე არ ხდება. ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ადამიანები საკმაოდ ხშირად სცოდავენ.ზუსტად რომ ვთქვათ, ყველა ფეხის ნაბიჯზე ვცოდავთ. თუ ადამიანზე ცუდად გავიფიქრეთ რამე, უკვე ვცოდეთ. "მე მყავს ღმერთი გულში და ჩემთვის ეს საკმარისია", -ესეც გვსმენია. სამწუხაროდ, ადამიანები თავად ამბობენ უარს ხსნაზე და თითოეული მათგანი სხვადასხვაგვარად განიცდის მარტოობას. არსებობს დაგმობისა და გამიჯვნის პოზიციაც. მაგალითად, "ცუდი მღვდლები, მორწმუნენი და ა.შ". ეს ასევე თავის მოტყუებაა. "რა გინდა შენ მათგან, შენ მე გამომყევი",-უთხრა იესომ თავის მოწაფეებს. ეს არის გამოცდა სულიერად მოწიფულობისა. უამრავი ხერხი არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანი არ მივდეს ეკლესიაში. ქრიტესმიერნო! არ წამოეგოთ, რადგან ყველაფერი ეს დიდი სიცრუეა! ეკლესია-ორგანიზმია და ქრისტიანი-მისი უჯრედი. აქედან გამომდინარე, ქრისტიანებიც არ უნდა იძლეოდნენ ცუდ მაგალითს, უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა რამეთუ, ჩვენი საქციელით შთავაგონებთ სხვა ადამიანებს,-მოყვასს ეახლოს ქრისტეს ან პირიქით დაშორდნენ მას. ყველაზე ჭეშმარიტი ქადაგება-ეს არის რწმენაში ჩვენი სამართლიანი ცხოვრება. წმინდანთა ცხოვრებასა და მათ ცხოვრებისეულ მაგალითებს მიჰყავთ ადამიანები ეკლესიაში. ისევე, როგორც პირველ ქრისტიანებს შეიცნობდნენ მათი ურთიერთსიყვარულით. ჩვენც ასევე უნდა გვცნონ. ადამიანებმა ჩვენში ქრისტე უნდა დაინახონ და არა ცოდვილნი. ჩვენც შევძლოთ თქმა, როგორც წმინდა მოციქული პავლე ამბობდა-"მე უკვე აღარ ვცხოვრობ, რამეთუ ქრისტე ცხოვრობს ჩემში".
ბეჭდვა
1კ1