მონასტერმა უფრო მეტი მოთმინება და მორჩილება მასწავლა
მონასტერმა უფრო მეტი მოთმინება და მორჩილება მასწავლა
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარეობს წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი და მასთან დაფუძნებული დედათა მონასტერი. მესტიაში ყოფნის დროს, მასპინძლობა ამ მონასტრის დედებმა გამიწიეს. რამდენიმე დღე მონასტერში დავყავი. დედებმა დიდი სიყვარულით მიმიღეს. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთევით დედა ელისაბედს (ფრიდონიშვილი) გავესაუბრე:

-ერში ყოფნის დროს თბილისში ერთ-ერთ საეკლესიო სამკერვალოშო ვმუშაობდი. ხუთი შვილის დედა ვიყავი. ორი შვილი პატარა ასაკში გარდამეცვალა. სამი შვილი დამრჩა. მაშინ ვთქვი, ღმერთო, ეს ბავშვები ნორმალურები დამაზრდევინე მეთქი. როცა გაიზრდებიან ჩემი შვილები ჩემს თავს თქვენ მოგიძღვითმეთქი. მადლობა ღერთს, რომ სამივე შვილი ერთმანეთზე უკეთესები არიან, ორი ბიჭი, ერთი გოგო, ხუთი შვილიშილი და ორი შვილთაშვილი მყავს. მერე მივხვდი რომ უკვე დრო იყო ამ გზაზე დავმდგარიყავი, მაგრამ ჩემი შუათანა ბიჭი არ იყო დაოჯახებული. ვთქვი, ასაკი მაქვს და ვაითუ ისე გადავიდე ამ ცხოვრებიდან ჩემი აღთქმა არ შევასრულო მეთქი და ამიტომ დავტოვე ის და წამოვედი. 2010 წელს მესტიაში, კვირიკობას ჩამოვედი, მაშინ გავიცანი დედა ნინო (კორძაია), დედა ნინომ მითხრა, მარტო მე ვარ და ჩემთან დარჩი ცოტახანსო. დედაოს კი გავუმხილე ჩემი სურვილი... ჩამოვედი მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით ჩამოვედი. სოფელ მულახში სამი წელი მარტო ვიყავი. მულახში წმინდა გიორგის ტაძარია, იქ შემმოსეს მორჩილების კაბით და იქ აღმკვეცეს. მეუფემ აღკვეცის შემდეგ ელისაბედი მიწოდა. არც მიგრძვნია უცხო სამყაროში რომ ჩამოვედი. ისეთი სიყვარული და სითბო ვიგრძენი, რომ ერში ეს არ მიგრძვნია. აქ ისეთი სიყვარული დამახვედრეს. ძალიან მსუბუქად გადავიტანე ოჯახის, საერო ცხოვრების დატოვება.

2010 წელს აშენდა მესტიის წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი. ამ ტაძრის ადგილას ადრე ყოფილა ელია თეზბიტელის ტაძარი, ოღონდ რუსები რომ შემოსულან აქ,მამათა მონასტერი ყოფილა და ბერები გაუყრიათ მონასტრიდან. გარედან კოშკს ბერების ჯვარი აქვს გაკეთებული. როგორც ჩანს, ბევრი ბერები ცხოვრობდნენ, გარშემო კელიები ჰქონდათ. ბერები რომ გააძევეს მოსახლეობა დაუსახლებიათ. ერთ ზამთარს ზევიდან მთა მოწყდა და მარტო კოშკები გადარჩა. მთელი ეს ტერიტორია დაიმეწყრა და ლანჩვარი ამიტომ ჰქვია, რაც სვანურად ნამეწყრალს ნიშნავს. ამ ადგილას ვინც ცხოვრობდა უბედურება დაუტრიალდათ. ეს ადგილი ეთერ ნიგურიანმა იყიდამა, ალბათ თავისი შვილისთვის, ხუთი ბიჭი ყავს. მერე გადაწყვიტა ეპარქიისთვის მიეცა. უწმინდესისა და მეუფის ლოცვა-კურთხვეით ამ ადგილას ისევ წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძარი აშენდა. 2014 წელს მე გადმოვედი ამ მონასტერში. მაშინ სულ მარტო ვიყავი. ახლა ვინც არიან მონასტრის წევრები სტუმრად მოდიოდნენ. ერთი იელიშიდან მყავს, მკერავად მოვიდა სწავლა უნდოდა და დარჩა. ორი თბილისელია, კეთილმოწესე რომ არის მორჩილი, სტუმრად იყო და მერე მობრუნდა, ერთი თბილისელი მყავს, ჩემი სულიერი და იყო ერში, ესეც სტუმრად იყო და სურვილი გაუჩნდა. დანარჩენი სამი ადგილობრივები არიან. ჩემი ჩათლით 6 მონასტრის წევრი ვართ.

KARIBCHE-როგორია მონასტრული ცხოვრება?


-ია-ვარდით მოფენილი არ არის ეს გზა, მაგრამ ყველას გათვიცნობიერებული გვაქვს ამ გზას რისთვის დავადექით.ეს არის ჩვენი არჩევანი. მოთმინება, მორჩილება, თავმდაბლობა და სიყვარული გვმართებს. მონასტერში ტიპიკონი გვაქვს: დილით 4 საათზე ვდგებით და ლოცვისთვის ვემზადებით. შესვენების შემდეგ 8 საათზე მორჩილებები გვეწყება. 10 საათზე ტრაპეზი გვაქვს. მერე ვიწყებთ 5 საათზე საღამოს ლოცვას. სამშაბათს და პარასკევს 3 საათზე პარაკლისებია. მონასტერში აღესრულება 7 გზის ლოცვები. 5 საათზე გვაქვს საღამოს ლოცვები, 6 საათზე ტრაპეზი, 8 საათზე ისევ ლცვები, 11 საათზე უკვე ვისვენებთ.

-ზოგს ჰქონია რომ მონსტერში დღეები ერთფეროვანია, თქვენ როგორ ახსნით?

-ვისთვის როგორ არის, შვილო. ახალგაზდებს რომ ვუყურებ თითქოს იმ მოწოდებით არ მოდიან. ჯერ ერშივე უნდა შეეჩვიონ მორჩილებას, მოთმინებას, თავმდაბლობას, დედას და მამას რომ არ დაემორჩილები ერულ ცხოვრებაში ადამიანი, ამ გზაზე დადგომაზე აღარ მაქვს საუბარი. მერე გაუჭირდება იმას მონასტერში ცხოვრება. აქ უფრო მეტი ბრძოლებია, უფრო მეტი თავმდაბლობა და მოთმინებაა საჭირო.

-თქვენ რა შეგძინათ მონასტრულმა ცხოვრებამ?

-მოთმინება ერშიც მქონდა, მაგრამ მონასტერმა უფრო მეტი მოთმინება და მორჩილება მასწავლა.

-მონასტერში განსხვავებული ადამიანები ცხოვრობენ, ყველა თავისი ოჯახიდან მოდის...


-ადამიანი ინდივიდია, ყველა ერთნაირი როგორ შეიძლება იყოს, როგორიც არის ისეთი უნდა მივიღოთ. ადამიანი შინაგანად უნდა იცვლებოდეს. მე, მაგალითად ერის ცხოვრება რომ დავტოვე, მეგონა ვერ შევძლებდი შვილების მიტოვებას. რაც მონაზვნად აღვიკვეცე ისინი თუ შემომეხმიანებიან, შეიძლება კვირეები გავიდეს და არ დავურეკო. სიყვარული გაიყო, ის დედაშვილური სიყვარული რაც მქონდა ჩემი შვილების მიმართ, თითქმის ახლა ყველა მიყვარს აბსოლუტურად ისეთი სიყვარულით, როგორც დედას უყვარს შვილი. ჩემში ეს ვიგრძენი.

მეუფე გვმოძღვრავს, გვასწავლის. იტყვიან ხოლმე სწავლა სიბერემდეო, სიბერემდე კი არა სწავლა სიკვდილამდეა. ვიდრე ცოცხალი ხარ ადამიანი სულ სწავლაში უნდა იყო.

მონასტერში სამკერვალო გვაქვს. მამებს შესამოსელებს ვუკერავ, რომ ჩავდივარ თბილისში ან აქ ვიღაც რაღაცას შემომწირავს, მიხარია, რომ ამათ ვახარებ და მეც ვხარობ. იქნებ ამით ვცხოვნდე, რომ შევუკერო მამაოს და შევმოსო.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ყოველწუთას მზად ვიყოთ უფალთან შესახვედრად. რა დროს გადავალთ ამ ცხოვრებიდან არ ვიცით.

ბეჭდვა
1კ1