მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი
მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი
სქემმონაზონ ნინოსთან (კორძაია) შეხვედრა და მასთან საუბარი ყოველთვის სანატრელია. დედასავით თბილი დედა ნინო მასთან მისულ ადამიანებს გულში სიყვარულით იხუტებს და უნუგეშოდ არავის ტოვებს. დედა ნინო, მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქიაში მდებარე, ფეხშარის ღვთისმშობლის მიძინებისა და იოანე ნათლისმცემლის და წმინდა ნინოს სახელობის მონასტრის წინამძღვარია.

-ოჯახში ექვი დედ-მამიშვილი ვიყავით. შეძლებისდაგავრად ყველას მიგვაღებინეს განათლება,-მიამბობს დედა ნინო. ჩემი წინაპარი იყო არქიმანდრიტი თეოფანე (კორძაია), ბაბუაჩემის ბიძა იყო. ჩვენი ოჯახი ადრე წვირმში ცოვრობდა, ბერი თეოფანე კი ფეხში ცხოვრობდა. მან შეარჩია ეს გამორჩეული ადგილი, მანამდე აქ არავინ ცხოვრობდა. ფეხდაუდგმელი, გაუვალი ადგილი ყოფილა და ამიტომ დაერქვა ფეხიშარა. მხოლოდ საცალფეხო ჩასასვლელი ბილიკები ყოფილა. თავად გაიყვანა გზა, შეისყიდა ეს ადგილი და სამონასტრო ცხოვრება დაიწყო. ბაბუაჩემს ოთხი ვაჟი ჰყავდა და ერთი ქალიშვილი. ჯერ ყარაჩაიში ვცხოვრობდით, ბიძები ჭუბურხინჯში გადავიდნენ. მამა, დედა და ჩვენ აქ დავრჩით. ჩემმა ძმებმა ყველამ უმაღლესი დაამთავრა, ქალაქში დარჩნენ და შეირთეს იქაური ქალები. სვანეთში არცერთმა არ მოინდომა ჩამოსვლა.

ბიძები სოხუმში მყავდა. როგორცკი არეულობა დაიწყო - წამოვიდნენ. ბიძებს მოვლა უნდოდათ, დედაც მოხუცებული მყავდა და ამათ მოვუარე. გულში ყოველთვის ვფიქრობდი მონასტრულ ცხოვრებაზე და ასეც მოხდა. თავიდან სულ ამაზე ვფიქრობდი, აუცილებად მონაზონი მინდოდა გავმხდარიყავი. ტაძართან სიახლოვე მუდამ მინდოდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ამ გზას დავადექი. მაშინ 62 წლის ვიყავი. ამჟამად 67 წლის ვარ. მორჩილება სურამში, იტრიის დედათა მონასტერში, დედა პელაგიასთან გავიარე. სეფისკვერებს ვაცხობდი და ტაძარს ვალაგებდი. სურამში მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთევით ვიყავი. მადლობა უფალს, ამ გზას რომ დავადექი, ამას ვუმადლი მეუფე ილარიონს. დიდებული პიროვნებაა, მეუფემ ააღორძინა ზემო სვანეთში სასულიერო ცხოვრება. ყველა ემადლიერება, ყველას ძალიან გვიყვარს. ამჟამად ჩვენს ტაძარში მოძღვარი არის მამა პეტრე (ქურდაძე), ძალიან საყვარელი პიროვნებაა, ყველას ძალიან გვიყვარს.
სოფელ წვირმისში არის სკოლა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ყოველდღე მაქვს გაკვეთილები, ცისკარს, როცა მოვრჩები უკვე 7 საათისთვის თავისუფალი ვარ, მერე საშინაო საქმეებს ვაკეთებ და სკოლაში მივდივარ. რადგან ღვთის გზას დავადექი ერთმანეთს ყველაფერს ვუთავსებ. მონასტრულ ცხოვრებასთნ ერთად სკოლაშც ვასწავლი. ღვთის შეწევნით უნდა შევძლო, ვიდრე შემიძლია. ყველა ისეთ პატივმს მცემს, ბავშვებიც მასწავლებლებიც, მშობლებიც, მეხათრება უკვე. ყველას მადლიერი ვარ ამქვეყნად. ყველა მიყვარს, ყველას ვუყვარვარ, მადლობა უფალს.

KARIBCHE

***
სოფელ ფეხში მანამდე იყო ჩემი წინაპრის მიერ აშენებული ღვთისმშობლის მიძინების და იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრები. მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით მესამე ტაძარიც დაემატა, წმინდა ნინოს სახელობის. ახლა ერთ ტაძარში სამი - ღვთისშმობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა ნინოს სახელობის ტაძრები. ღვთის შეწევნით გვინდა იოანე ნათლისმცემლის ტაძრის აღდგენაც. უფლის ნება თუ იქნება და გზა გაკეთდება, ასევე კეთილი ადამიანები თუ გამოჩნდებიან, სენაკები აშენდება და კეთილმოეწყობა სამონასტრო ცხოვრება. მონასტრული ცხოვრებისთვის გამორჩეული ადგილია. ხეხილიანი და ნაყოფიერი მოსავლიანი. გამორჩეული წყალია. უბრალოდ ადამიანის ხელი აკლია.

-თქვენთვის რა არის მონასტრული ცხოვრება და რა შეგძინათ მონასტრულმა ცხოვრებამ?

-მონასტრული ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია. ათასჯერ რომ დამაბრუნოთ უკან ერში, მაინც მონასტერს ავირჩევდი. მადლობა უფალს, მადლობა ყველას ვინც ამ გზაზე დამაყენა, მადლობელი ვარ ჩემი წინაპრის, არქიმანდრიტი თეოფანესი. როცა გამიჭრდება ხოლმე მასაც ვთხოვ დახმარებას. თითქოს ის მხედავს. ათასი სამოთხე რომ მიჩვენეოთ ამქვეყნად, მე მაინც გამორჩეულად ეს მიყვარს. ასე მგონია მისი სული მაძლიერებს. ერის ადამიანები ხშირად მეკითხებიან, როგორ ძლებ იქ ტყეში, არ გეშინიაო? მადლობა უფალს, ჩემთან შიში საერთოდ არ მოდის.

-სულიერად დამძიმებულ ადამიანებს როგორ ამხნევებთ ხოლმე?

-როცა ერთმანეთს შორის რაიმე გაუგებრობაა, შემატყობინებენ და მაშინვე რიგდებიან. დიდი მადლობა ყველას, მიჯერებენ. გამორჩეული არაფერი მაბადია, მაგრამ მაინც მადლობელი ვარ ყველასი. ხალხია კარგი, თორემ მე რა შემიძლია, ასაკში ვარ უკვე.

-მთავარი რა არის ცხოვრებაში?

-უფლისა და ადამიანის სიყვარულია. სიყვარული თუ არის ურთიერთპატიებაცაა და ყევლაფერი. მთავარი სიყვარულია.

-დღეს რა პრობლემის წინაშე დგანან ადამიანები?

- ნამეტანი ევროპულობისკენ რომ არიან მომართულები და მატერიალური მხარე რომ უყვართ ეგ არ მომწონს. ტრადიციები ირღვევა ცოტა. ჩვენი გვერთმევა და სხვისას ვიღებთ. ისე გამოდის, რომ დედა გყავდეს და დედინაცვალი ავარჩიოთ და მისი სული დავიფიცოთ. ჯერ დედაა და მერე დედინაცვალი. ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ რაც ოდითგანვე გვახასიათებდა.

-ზამთარში არ გიჭირთ ხოლმე?

-ასაკი დამაწვა უკვე... და ალბათ ზამთარში წვირმში გავჩერდები. გამოზაფხულდება თუ არა ფეხში გადავალ. დაახლოებით ნახევარი საათი მჭირდებოდა ფეხიდან წვირმში ამოსასვლელად. ახლა დრო გადამეწია და მეტი მჭირდება. ჩემი ასაკის ხალხი გამზადებულები არიან იქითკენ წასასწვლელად.

-თქვენი ლოცვა ეწევა ხალხს?

-მადლობა უფალს. ყველას ვლოცავ დიდ-პატარას. საქართველოს, ჩემს ერს და ყველა საქრიატიანოს. სქემოსანი ვარ. ჩემი მოვალეობაა ლოცვა და ლოცვა. ყველა უნდა გიყვარდეს, ყველა უნდა დალოცო, ყველას კარგი თვალით, კარგი გულით შეხედო, გულში ცუდი არაფერი უნდა დაიტოვო,-სიბნელე, სიმახინჯე, შური. მადლობა უფალს ეს თავიდან არ მქონდა, არ ვიცი რა არის შური, მტრობა. ასე დავბერდი და დღემდე ასე მოვედი. ჩემს ცხოვრებაში ერთი არავინ წამკამათებია, არ მქონია უსიამოვნება არავისთან. მოვდივარ და მივდივარ ისე. ყველა მიყვარს და მადლობა უფალს. ჩემი სურვილია სენეკები მქონდეს რომ მონაზვნებმა იცხოვრონ. მონასტრული ცხოვრება მინდა აყვავდეს. მადლობა უფალს ხალხისგან ყურადღება არ მაკლია. გზის გაკეთებას შემპირდნენ. ჩემი წინაპრის ცხოვრების მიზანიც ეს ყოფილა, რომ იქ მონაზვნური ცხოვრება აღორძინდეს. ამჟამად იქ არანაირი პირობები არ არსებობს. მადლობა უფალს, მაინც კმაყოფილი ვარ.

სქემოსანს გამორჩეულად მთელი საქრისტიანოს მასშტაბით ლოცვა ევალება. დღე ღამეში შეიძლება 3 საათი მეძინოს. მეტი არ მძინავს, გამომუშავებული მაქვს. ძალიან გვიან ვიძნებ და 5 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელი ვარ ფიზიკურად. ვიდრე შემიძლია გავძლებ. მერე უფალმა იცის. დიდება მის ძალას. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს. ლოცვა მაძლიერებს, ლოცვა ჩემთვის ყველაფერია. ღმერთს ვთხოვ თითოეული ადამიანის გაძლიერებას. უფალთან ყოფილიყავით კეთილი ანგელოზებით შემოზღუდული. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან მიყვარხართ.

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1