ათონს ინტერნეტის საშუალებით ვიცნობდი, მაგრამ რეალობაში სულ სხვანაირია
ათონს ინტერნეტის საშუალებით ვიცნობდი, მაგრამ რეალობაში სულ სხვანაირია
ათონის წმინდა მთაზე სასწავლებლად წასულ გიორგი მაისურაძეს ინტერნეტით  შევეხმიანე. ვთხოვე "კარიბჭის" მკითხველისთვის ათონური შთაბეჭდილებები გაეზიარებინა. ლოცვა-კურთხევის მიღების შემდეგ საუბარიც შედგა.

-გიორგი როგორ აღმოჩნდი ათონის მთაზე?

-ათონზე მოხვედრა ჩემი ოცნება იყო . ჩემმა მგობარმა ორი წლის წინ გადაწყვიტა  ათონის მთაზე მდებარე სასულიერო სკოლაში, "ათონიადა"-ში მიეღო სასულიერო განათლება. მეც გამიჩნა სურვილი, მაგრამ ენის არცოდნა მაბრკოლებდა. ერთი წლის წინ გავიგე, რომ "ათონიადაში" ბერძნული ენის საფუძვლიანად შესწავლა იყო შესაძლებელი.  ამის შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვი და გადავწყვიტე საბერძნეთში სასულიერო განათლების მიღება.

ათონს ინტერნეტის საშუალებით ვიცნობდი, მაგრამ რეალობაში სულ სხვანაირი აღმოჩნდა. ჩემი საცხოვრებელი ვატოპედის დიდ და წმინდა მონასტერშია. ადაახლოებით ორი კვირა გავიდა, რაც  თონზე, ვათოპედის მონასტერში ვცხოვრობ. მინდა გითხრათ, რომ უზომოდ ბედნიერი და მადლობელი ვარ უფლის. როგორც ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, გერონდა  ეფრემი იტყოდა, "ღვთისმშობლის წილხვედრი მიწიდან ღვთისმშობლის ბაღში მოვედი".  მონასტერში მამებმა დიდი სიყვარულით და პატივისცემით მიმიღეს. მახარებს ის, რომ ვათოპედში რამდენიმე ქართველი ბერი მოღვაწეობს, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან და მზრუნველობას არ მაკლებენ, ყველაფერში მეხმარებიან. რამდენიმე დღის წინ ვათოპედის მონასტერში ქართველებისთვის. და არა მარტო ქართველებისთვის, ისტორიული დღე იყო. სტუმრად გვეწვია ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და წირვა-ლოცვა აღევლინა ქართულ და ბერძნულ ენებზე. მეც მქონდა საშუალება მსახურებაში მიმეღო მონაწილეობა,  რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

KARIBCHE

-"ათონიადას" სასულიერო სასწავლებელს რამდენწლიანი გამოცდილება აქვს? გვიამბე რისი თქმაც შეგიძლია?
-აკადემია უკვე 265 წელია არსებობს, იგი კონსტანტინეპოლელი პატრიარქის კირილეს ლოცვა -კურთხევით და ხელშეწყობით დაარსდა. ძველად "ათონიადა" ვატოპედის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებობდა. 1842 წელს, ათონის მთის ცენტრში, კარიესში გადაიტანეს. 1930 წელს კვალვ შეიცვალა "ათონიადამ" ადგილი და  კარიესთან ახლოს წმინდა ანდრიას სკიტთან დაფუძნდა, სადაც დღემდე ფუნქციონირებს. ეს სასწავლებელი დაამთავრა ხუთმა წმინდა მამამ და მრავალმა სასულიერო და საერო მოღვაწემ. სასწავლებელში ისწავლება ბიზანტიური გალობა, ლიტურგიკა, ხატწერა, ათონის მთის ისტორია, სახარების განმარტება, პატროლოგია და სხვა. სტუდენტები შემოსილები დავდივართ. ყოველდღე გვაქვს მსახურებები: ცისკარი, მწუხრი, სერობა. იკითხება ღვთისმშობლის დაუჯდომელი. 

სასწავლებელში ასწავლიან უმაღლესი განათლების მქონე პედაგოგები. მინდა გამოვარჩიო ერთ-ერთი მათგანი, თეოლოგიისა და ფილოლოგიის ლექტორი, არქიმანდრიტი კონსტანტინე, რომელიც  ყველაფერში მეხმარება, ეს შეეხება სწავლას თუ სხვადასხვა წვრილმანებს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ვათოპედის დიდი და წმინდა მონასტრის წინამძღვარს, გერონდა ეფრემს, რათა მომცა საშუალება მესწავლა "ათონიადას" სასწავლებელში, ასევე დახმარებისთვის მადლობა მინდა ვუთხრა ვათოპედში მოღვაწე ქართველ ბერ-დიაკვან თეოდოხოსს და საქართველოში მოღვაწე მღვდელ ლევან ანთაძეს.

KARIBCHE
-გიორგი თავიდან როგორ მიგიღეს მამებმა წმინდა მთაზე?
-ჩამოვედი თუ არა ქართველმა ბერმა მამა ტრიფონმა მომალოცინა მონასტერში დაბრძანებული  ღვთისმშობლის სასწაუმოქმედი ხატები,  ვემთხვიე ღვთისმშობლის სარტყელს, წმინდა ანდრია მოციქულის თავის ქალას, ცხოველსმყოფელი ჯვრის ნაწილს,  წმინდა გიორგის წმინდა ნაწილს,  იოანე ოქროპირის თავისქალას, რომლის ყურიც უხრწნელია და სხვა მრავალ სიწმინდეს. დღესასწაულებზე ტაძარი მთლიანად არის შემკობილი ყვავილებით.  საზეიმო განწყობა სუფევს და მთელი მსახურება გალობით მიმდინარეობს.  ვათოპედში ჯვართამაღლების მსახურებას დავესწარი. საოცრება იყო, მსგავსი რამ არსად მინახავს. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.


ბეჭდვა
1კ1