თანამედროვე მოდერნისტული ხედვები საეკლესიო წიაღში იწვევს სულიერი მარილის განქარვებას
თანამედროვე მოდერნისტული ხედვები საეკლესიო წიაღში იწვევს სულიერი მარილის განქარვებას
გზა ჭეშმარიტებისკენ

გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
- ჯვრის მონასტრის შესასვლელში ჩვენმა წინაპრებმა ასეთი წარწერა გააკეთეს: "სდექით მტკიცედ და შეურყევლად"! ეს სიტყვები ჩვენი ქვეყნის სულიერ დევიზად იქცა. მნიშვნელოვანია სწორედ ის, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიო მართმადიდებლობისაგან მოითხოვს დროებასთან სულიერ ინტეგრაციას, რაც რა თქმა უნდა არ მოხდება და ვინც შეეცდება ეკლესიის წიაღში მსგავს მოდერნისტულ ცვლილებების დაგეგმვას, ის თავისთავად განიკვეთება ეკლესიის წიაღიდან.

მსგავსი საშიშროების წინაშე დღეს აღმოჩნდა ერთი წმინდა კათოლკე სამოციქულო ეკლესია. მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ მართმადიდებელი ეკლესიების თითქოს და ეკლესიის ჭერქვეშ გაერთიანება გადაწყვიტა, მაგრამ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო, ისე გამოუვიდა მას. კრება, რომელსაც დიდსა და წმინდას უწოდებენ, ავაზაკთა თავშესაყარს დაემსგავსა და თავისი სულისკვეთებით დაუპირისპირდა მართმადიდებელი ეკლესიის სულიერ საუნჯეს, რომელიც შვიდმა საეკლესიო კრებამ დააწესა და დოგმატების სახედ აქცია.

მე არ დავიწყებ დაკონკრეტებას, რადგანაც ამის შესახებ უამრავმა ჩემზე მეტად გამოცდილმა და სულიერმა თეოლოგებმა, ეპისკოპოსებმა ისაუბრეს და ამხილეს კრება. ვიტყვი ერთს, რაც ძალიან მოხვდა თითოეული ქრისტიანის გულსა და გონებას და აღმოვჩნდით შეურაცხყოფილი მსოფლიო საპატრიარქოსაგან: - კრებაზე განიხილეს საკითხი მღვდლების მეორედ ქორწინების შესახებ, თუმცა ეს საკითხი საბოლოო დოკუმენტში არ დამტკიცდა - აქ საუბარი იყო ქვრივ სასულიერო პირებზე და არა ცოლს განშორებულებზე, მაგრამ ისმის კითხვა: შეიძლება მამამ შვილი მოიყვანოს ცოლად? მღვდელი, ხომ ყველას მამაა და სახეა ქრისტესი, წუთისოფელში. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "მე რომ შემხვდეს გზაზე მეფე და მღვდელი ერთად, პირველ რიგში მივალ და მღვდელს ვცემ თაყვანს,რადგანაც მიწიერი ქრისტეაო". მამა არის მოძღვარი და ეპისკოპოსი, ამიტომ მსგავს შემთხვევაში მას მოეთხოვება ქალწულების დაცვა და წმინდად ცხოვრება. ამიტომ ვიდრე მღვდელმსახურის გამორჩევა მოხდება, მანამ უნდა იყოს გამოცდილი იგი მსგავს სიტუაციაში და შეძლოს დაცვა ქალწულებისა.

ქრისტეს სიყვარული ყველა მიწიერ სიყვარულზე მაღლა უნდა დააყენოს და სწორედ ქრისტეთი შეივსება სული მისი, რომელიც სიყვარულს ითხოვს, რა თქმა უნდა ეს უბრალო საქმე არ არის, ეს მოითხოვს გონიერ ლოცვას და თვითჩაღრმავებას, ანუ სულიერ ცხოვრებას. უფალი ბრძანებს: "ოდეს მარილი განქარდეს, რაღამ დაამარილოსო".

სწორედაც, რომ თანამედროვე მოდერნისტული ხედვები საეკლესიო წიაღში იწვევს სულიერი მარილის განქარვებას. თამამად შეიძლება ითქვას, რომ იკონომიები წმინდა ეკლესიაში ისედაც არის, რადგანაც დამძიმდა დრო და სოციალური ყოფა ქრისტიანებისა, ეკლესიამ ამაზე იზრუნა და ღვთივსულიერად და სიყვარულით დაუშვა გარკვეული გამონაკლისები, რაც რა თქმა უნდა არ ეწინააღმდეგება კანონებსა და დოგმატებს.

მაგალითად, შეიძლება მორწმუნე შაბათ დღეს სამსახურში მუშაობდეს და მას რა თქმა უნდა ყოველ შაბათს ხელმძღვანელი და გნებავთ მეპარონეც დავარქვათ, არ გაუშვებს ეკლესიაში, ეს შეიძლება ერთჯერადად მოხდეს, რა უნდა ქნას მორწმუნემ დატოვოს სამსახური, თუ გააგრძელოს მუშაობა? ვფიქრობ, რომ პატრიარქის ხედვა ამ საკითხში მამობრივია, ის ბრძანებს, არ დატოვოთ უზიარებელი ქრისტიანები. შესაძლებელია მორწმუნემ სახლში შეასრულოს გარკვეული მსახურება, ვთქვათ, დაუჯდომელი და მეორე დღეს ის ეზიაროს ტაძარში კვირა დღეს. მსგავსი იკონომიები დაშვებული არის ეკლესიაში და თუ მოძღვარი იზოლაციონისტურად მიუდგება ასეთ საკითხებს, რა იქნება შედეგი? ქრისტიანი დაბრკოლდება და შესაძლებელია, რომ რაღაც დროითაც კი დატოვოს ეკლესია. ათონელი მამები ბრძანებენ: სჯობს მარხვაში ჭამო თევზი, ვიდრე შეჭამო საკუთარი ძმა. ეს ქრისტიანული ცხოვრების ფორმულაა, ამიტომაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია მსგავსი დაშვებები, მაგრამ, რაც შეეხება დოგმატურ და კანონიკურ საკითხებს, რომელიც განსაზღვრავს ეკლესიის რაობასა და სიმტკიცეს, მსგავსი "იკონომიები, როგორიცაა, მაგალითად სასულიერო პირთა მეორედ ქორწინება, სარწმუნოებრივ ჩიხში შეგვიყვანს".

საქართველოს წმინდა სინოდის უმრავლესობამ ღვთივსულიერი გადაწყვეტილება მიიღო კრებაზე არ წასვლით, რადგანაც აზრს კარგავდა წასვლა კრებაზე. კრებამ სრულიად ეკლესიისთვის მიუღებელი არადემოკრატიული და არაკრეფსითული ფორმა მიიღო. ცალკეული მღვდელმთავრების საწინააღმდეგო აზრი საერთოდ არ დაფიქსირდა, როგორც ხმა და ავტორიტეტი. არ მოუსმინეს ისეთ დიდ მღვდელმთავარს და ავტორიტეტულ ღვთისმეტყველს, როგორიც ბრძანდება მეუფე იეროთეოს ვლახოსი, პერგამოს მიტროპოლიტმა ზიზულასმა მისი ხმა და წინააღმდეგობა არ მიიღო, იგნორირება გაუწიეს უამრავი ავტორიტეტული მღვდელმთავრის აზრს, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო სულიწმინდის მიერ ნაკარნახები.
ისმის კითხვა, რა გვინდოდა ასეთ კრებაზე, სადაც მართმადიდებლობა დაკნინებული იქნა?

ეკუმენიზმი - რომელიც დღეს ხლეჩს ეკლესიას არის თავი და თავი მოდერნისტული ცნობიერებისა. კონსტანტინეპოლის ერთ- ერთი მიტროპოლიტი კალისტე უერი წერს: სხვა ქრისტიანულ კონფესიებშიც არის მადლი განბნეულიო. საინტერეოა, როგორ განიბნევა მადლი სულისა წმინდისა. ნუთუ სულიწმინდა მადლს განაბნევს და ვისაც შეხვდება პირველი ის იქნება მადლმოსილი? პარადოქსია ეს და თეოლოგიური სილოგიზმია, საღმრთო განგებულების ზეგონიერების დაკნინებაა.

ამ მოვლენებს მოჰყვა კიდევ ახალი რამ. რომის პაპის ვიზიტი საქართველოში. წმინდა ისიდორე პელუზიელი ბრძანებს: "მარადის შეაჩვენებდეთ პაპს, რამეთუ ყოველივე ბოროტების სათავეა იგიო". მიშა მესხის სახელობის საფეხბურთო მოედანზე მესას აღასრულებს და " სულიერად დამოძღვრავს ერს", რომელსაც ჰყავდა წმინდა გაბრიელ ქიქოძე, წმინდა გიორგი მთაწმინდელი, 13 ასურელი მამა, ასიათასი მოწამე, აჭარაში წამებულნი და უამრავი დიდი მოღვაწე. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი, მსოფლიო საეკლესიო მამა, რომელიც განისვენებს ცაგერის რაიონში. რა უნდა პაპს? ყველამ იცის რაც უნდა მას! გამოჩდეს "ტოლერანტი და თავმდაბალი ", უფრო მეტად გულშემატკივარი მართმადიდებლური სამწყსოსთვის, ვიდრე მართმადიდებელი ეპისკოპოსი.

" არსებობს ასეთი თეორია, რომელსაც პრაქტიკული იერსახე მიეცა ლათინო ამერიკულ კათოლიკურ წიაღში,- არსებული განთავისუფლების თეოლოგია, რომელიც ვფიქრობ იეზუიტურ სულისკვეთებას წარმოადგენს. ეს თეოლოგები ფიქრობენ, რომ მოყვასისადმი ქრისტიანულ სიყვარულის იდეა, ეკლესიის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურ ჩართვას ავალდებულებდა, ღარიბი და სოციალურად დაუცველი ფენის სასარგებლოდ. მათი აზრით, ეკლესიამ ბიძგი უნდა მისცეს და ხელი შეუწყოს საზოგადოებაში რევოლუციური, რადიკალური ცვლილებების განხორციელებას, რაც სოციალური უსამართლობისა და ეკონომიკური დაქვემდებარებულობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. ამასთან განთავისუფლების თეოლოგები სოციალური ცვლილებების განხორციელებისას არ უარყოფენ თვით შეიარაღებული აჯანყებების და ძალადობის გამოყენებასაც. როგორც მოსალოდნელი იყო მსგავსმა მიდგომებმა სერიოზული ცვლილებები შეიტანა ტრადიციულ ქრისტოლოგიურ, ეკლესიოლოგიურ და ესქატოლოგიურ შეხედულებებში. სამწუხაროდ ეს გავლენა მარტო კათოლიკურ სამყაროში არ შეიმჩნევა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ რუსეთში წარმოიშვა ეგრეთ წოდებული: "ცოცხალი ეკლესია", ეს რელიგიური მოძრაობა იესო ქრისტეს პირველ კომუნისტად მოიაზრებოდა და სწორედ ამას ქადაგებდა. ეს მოძრაობა ეკლესიის პოლიტიზირებას ემსახურებოდა. ამ თეორიაზე განსაკუთრებულად კარგად საუბრობს ავტორი ნაშრომისა, თეოლოგი თეიმურაზ ბუაძე. რა იყო სერგიანელობა რუსეთის ეკლესიაში, თუ არა ერეტიკული მიმდინარეობა. ეპისკოპოსი სერგი ადვილად შეეგუა და დაუახლოვდა სტალინის მთავრობას, საოცარია და ის დაჯილდოვდა ლენინის ორდენით. ამ დროს კი ნამდვილი ეპისკოპოსები და ინტელიგენცია, სასულიერო პირები გულაგებში იტანჯებოდნენ. სერგის შთამომავალნი მის ნაბიჯებს ასე ამართლებენ, "ასეთი ქცევით სერგიმ ეკლესია გადაარჩინაო. ისმის კითხვა, სერგის ეკლესია იყო კი ეკლესია, რომელიც ასე უზნეოდ და უტიფრად შეერწყა საბჭოეთს? თამამად შეიძლება ითქვას, რომის პაპის ვიზიტი უფრო პოლიტიკურია, ვიდრე რელიგიური, თუმცა არ შეიძლება გამოირიცხოს მისი რელიგიური დატვირთვაც, რადგანაც ის რელიგიური სახელმწიფოს მმართველი პონტიფიკოსია. მას ორივე თანამდებობა შეთავსებული აქვს. რა თქმა უნდა მას სჭირდება დამკვიდრებისთვის, რათა გახდეს "მშვიდობის მტრედი" მსოფლიოში.

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ არ აღმოჩნდეს ჩვენი სამწყსო პოლიტიკურ-რელიგიური რწმენის ტყვეობაში, ანუ გაურკვევლობაში, რადგანაც ჩვენი ქვეყანა განსაკუთრებულად პოლიტიზირებულია. ვფიქრობ, ეკლესიამ უნდა აჩვენოს სახე და მაგალითი, რომ ის არის სძალი ქრისტესი. სახარებაში ვერსად ნახავთ მსგავს ადგილს, რომ მაცხოვარი ჩარეულიყო პოლიტიკურ საკითხებში. მას არასოდეს გაუკრიტიკებია რომის იმპერიის ძალმომრეობითი პოლიტიკა. ის ყოველთვის ხაზს უსვამდა რწმენაზე და შინაგან ცხოვრებაზე, რაც მაცხოვნებელია ადამიანისათვის. თუ ჩვენ ქრისტეს ეკლესიას წარმოვადგენთ, მაშინ უნდა ვბაძავდეთ მას და არ უნდა ვცდილობდეთ სხვა ქვეყანაში, როგორც პონტიფიკოსი და "ყოვლისამპყრობელი" და უცოდველი (პაპის პრიმატი) ისე წარვსდგეთ.

თუმცა, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის მსგავსი ფაქტები. საეპისკოპოსო ლაშქრებიც კი არსებობდა და თავად სასულიერო პირებიც იბრძოდნენ მომხდური ურდოების წინააღმდეგ. ეს არ უნდა აგვერიოს პოლიტიკაში. მსგავსი თავდაცვითი მოქმედება ყველა ქვეყნის მოქალაქის ვალი იყო და იქნება. გავიხსენოთ თორნიკე ერისთავი... გრიგოლ ხანძთელი, რომელიც მეფის უზნეო ცხოვრების მამხილებელი გახდა. მან მეფის პოლიტიკა კი არ გააკრიტიკა, არამედ გააკრიტიკა და ამხილა უზნეო ცხოვრებაში, რაც რა თქმა უნდა ეკლესიის მოძღვართა მოვალეობაა. ასე, რომ ნუ მოიხიბლება ჩვენი საზოგადოება რომის პაპის მოჩვენებითი სიმდაბლით, ეკუმენისტურ სულისკვეთებას გავექცეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ღირსება, რომელიც მართმადიდებლობაა და რომლის დაცვასაც თავი შესწირა ჩვენმა წინაპარმა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
08.08.2016
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და მაღალყოვლადუსამღვდელოესი ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლის (ბერბიჭაშვილი) ძალისხმევით, 2012 წელს ქ. ფოთში დაარსდა ახალი საქართველოს უნივერსიტეტი.
17.07.2016
ამონარიდი სტატიიდან: "ქორწინება და ევქარისტია" - პროტოპრესვიტერი იოანე მეიენდორფი

"ერთიანობა, ანუ ორმხრივი მზაობა მართლმადიდებლურ ეკლესიასთან ერთიანობაში ცხოვრებისა,
07.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი)
2016 წლის 27 მაისი
მოხსენება, წარმოთქმული საღვთისმეტყველო კონფერენციაზე
01.07.2016
მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) -
მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუსთან დაკავშირებით

ამას წინათ ჟურნალ "პრო-ნიუს"-ში (1 მაისი 2016 წ.) გამოქვეყნდა მესინიის მიტროპოლიტ ხრიზოსტომოსის ინტერვიუ
30.06.2016
თანამედროვე ეპოქა ხშირად მრავალი მოვლენისა და დილემის წინაშე გვაყენებს, რომლებიც ძველ დროში არ შეხვედრია ადამიანს.
29.06.2016
ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში ფეისბუქ-სტატუსებისა თუ სხვა ვებგვერდებზე გამოქვეყნებული სტატიების საშუალებით, აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს ეკლესიის კრიტიკა მისი პოზიციის გამო,
25.03.2016
ამჟამად, როცა ამდენი ცრუ საუბარი გვესმის ეგრეთ წოდებულ "ეკლესიათა გაერთიანებაზე", როცა ფართოვდება და ძლიერდება მრავალთათვის აღტაცების მომგვრელი "ეკუმენური მოძრაობა"
24.03.2016
რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა;
05.08.2010
"ამრიგად, შეგაგონებთ მე, ტყვე უფლისა, მოიქეცით იმ ხმობის ღირსად, რომლითაც ხართ ხმობილნი. მთელი ქედმოდრეკილობითა და თვინიერებით, დიდსულოვნებითა და სიყვარულით შეიწყნარეთ ერთმანეთი"
(ეფ. 4:1-2).
01.04.2010
თბილისის ჯვართამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ "კარიბჭის" მკითხველთან შეხვედრებს ციკლის, ლექციათა კურსის სახე მისცა, რასაც "მართლმადიდებლობის საფუძვლები" დაარქვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
მცირე ხნის საუბრის შემდეგ დავემშვიდობე ემა დეიდას და მას შემდეგ აღარც მინახავს

"კარიბჭისთვის" წლების წინ მამა გაბრიელზე მასალებს რომ ვამზადებდი, მაშინ ჯერ არ იყო მამა გაბრიელი წმინდანად შერაცხული.
საიტის პარტნიორები