დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვთის წყალობით და პატრიარქის ლოცვით დედას არაფერი მოუვიდოდა
დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვთის წყალობით და პატრიარქის ლოცვით დედას არაფერი მოუვიდოდა
არქიმანდრიტი ანტონის (გულიაშვილი) მოგონებები.

ვისაც კი ურთიერთობა ჰქონდა მამა ანტონთან, დამეთანხმება, თუ რა დიდი თანამედროვე მამა გახლდათ. როგორც წესი, სიცოცხლეში ჯეროვნად ვერ ვაფასებთ ღირსეულ ადამიანთა ღვაწლს, ხოლო გარდაცვალების შემდეგ დიდებას ვასხამთ. თუმცა, ამ პატივის და დიდების მიგებაც თითქოს ჩვენმა ყოფამ გააფერმკრთალა...

მამა ანტონს საკუთარ სახლში, ანჩისხატის ტაძრის მახლობლად ვსტუმრობდი. რამდენიმე შეხვედრამ ბევრი საამბო გამოაჩინა. ბევრიც მომავლისთის გადავდეთ, მაგრამ ვეღარ მოვასწარით. ის, რაც ჩავიწერე, უკვე ისტორიის კუთვნილებაა.

აი, ისიც თქვენამდე მოვიტანე.

-სემინარიაში რომ დავიწყე სწავლა, ამის გამო დედაჩემმა თავი მოიწამლა. მცხეთაში მოვდიოდი სასწავლებელში და ზუსტად იმ დღეს მოიწამლა თავი, რომ აღარ წავსულიყავი. ვინაიდან ახალი ჩამოყალიბებული იყო, ახალი შენობა იყო, სადაც წინამძღვარი არქიანდრიტი პართენი ცხოვრობდა არაფერი არ იყო, კარგად მახსოვს მამა პართენმა საწოლები შემოგვწირა სემინარიას. დავალებული გვქონდა, რომ ჩვენი ქვეშაგებელი წაგვეღო. მანქანის მოსაყვანად რომ წავედი სემიანრიაში, რას ვხედავ, დედაჩემმა თავი მოიწამლა. მიუხედავად ამისა, დავანებე თავი და წამოვედი სემიანრიაში.

ღრმა რწმენა მქონდა, ღმერთი არ გამწირავდა, დედაჩემი რომ მომკვდარიყო. სახლიდან რომ წამოვედი, გულისტკივილი მქონდა დედაზე და მაინც ვამჯობინე სემინარიაში წასვლა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ღვთის წყალობით და პატრიარქის ლოცვით დედას არაფერი მოუვიდოდა. მესამე დღეს დედაჩემი მცხეთაში მოვიდა. სამთავროში შეხვდა სამონაზვნე ტატიანა - დედა დაროს, დარიას მორჩილი.

ტატიანამ უთხრა, შენ აღარ გყავს შვილი, მე ვარ ახლა დედამისიო. იმ დღიდან ტატიანა, შემდეგში დედა სუსანა გახდა ჩემი სულიერი დედა. დღესაც როგორც სულიერ დედას, ისე ვიხსენიებ სქემმონაზონ სუსანას. ასე ჩამოყალიბდა ჩემი სიახლოვე სამთავროსთან. მეუფე რომ რჩებოდა დედა ზოილესთან, მე მივაცილებდი ხოლმე. იმის მერე უფრო გაღრმავდა დამოკიდებულება დედათა მონასტერთან, დედებს უფრო დავუახლოვდი. ღამეც ვრჩებოდი ხოლმე სტუდენტობის პერიოდში მეუფე რომ რჩებოდა. კარგად მახსოვს დაურწყების მარხვის წინა დღე იყო. დედა ტატიანა გურული იყო და გურულებმა იციან კარგი ხაჭაპურის გამოცხობა, ნინა მილორავა იყო დედა ზოილეს მორჩილი. ბავშობიდან მიყვარდა ხაჭაპური. დაურწყებაა (ყველიერი) და დიდ ოთახში, სადაც საბნებს კერავდნენ, იქ იდგა რკინის ფეჩი და აცხობდნენ ხაჭაპურს. მე მონათლული ვარ ალექსანდრედ და ვარ ანზორი, ანზორიას მეძახდა დედა ტატიანა.

აცხობდნენ ხაჭაურს, ერთი ამბავია და გავაცილე მეუფე დედა ზოილესთან და მე გამოვედი აქეთ ოთახში და მომაწოდა ერთი ხაჭაპური. გულში ვამბობდი ხოლმე, ნეტა ისეთ დროს მოვესწრო ხაჭაპურის ჭამით რომ გავძღეთქო. დედა ტატიანამ რამდენჯერმე მომაწოდა ხაჭაპური, იმდენი ვჭამე უკვე აღარ მინდოდა. დედა ტატიანამ მომიტანა ფანქარი და ფურცელი და მითხრა, დაწერე, დღეს გავძეხი ხაჭაპურით. ასეთი ტკბილი დამოკიდებულება გვქონდა ყოველთვის. ეს დამოკიდებულება გამომყვა, მაშინ ბრძანდებოდა იღუმენია ქეთევანი (ნოზაძე).

სამთავროში როდესაც მივდივარ ხოლმე ყოველთვის დიდ ყურადღებას ვგრძნობ ამჟამინდელი იღუმენია ქეთევანისგან.
კრგად მახსოვს, რუსეთში ვიყავი ჩემს მოძღვართან მამა იოანე კრესტიანკინი წასული ფსკოვ-პეჩორის მონასტერში, ჰოდა დამირეკეს, გამიკვირდა, თურმე რეკავ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტრიდან. მამა ანტონო, დღეს იღუმენია ქეთევანს ვუკეთებთ გულის ოპერაციას და გთხოვთ ილოცოთო. მამა იოანე კრესტიანკინს მოვახსენე დედების თხოვნა, ჩემი საყვარელი მონასტრის წინამძღვარია და ოპერაციას უკეთებენ-მეთქი. ასეთი თბილი და ტკბილი დამოკიდებულება გვქონდა. მე ვგრძნობ ძალიან კარგად ვგრძნობ სითბოს დედათა მონასტრიდან და შეძლებისდაგავრად როგორც შემიძლია მონაწილოებას ვღებულობ მათ ცხოვრებაში.

***
მერე შემემთხვა უსიამოვნება უკვე მღვლდად ყოფნის დროს, დამაპატიმრეს და იქაც ჩემი პატიმრობის პერიოდში არ მახსოვს ჩამოსვლა დედაჩემის პაემანზე, რომ არ ეთქვა მადლიერების სიტყვები მეუფე ილიასადმი.

მიზეზი? იყო ის, რომ ბათუმში ყოფნისას ჩვენთან ჩამოვიდა მეუფე ნესტორი კიევიდან. ვინაიდან გაგვაგებინეს, რომ მობრძანდება ეპისკოპოსი, ამ დროისათვის მეუფე ილია მიბრძანებოდა როდოსის კუნძულზე შეკრებაზე და დამავალა მე, მასთან შეხვედრა. რა თქმა უნდა დავხვდი როგორც წესი და რიგია, გავისტუმრეთ. რომ მიბრძანდებოდა მეუფე ნესტორი სახლში დამპატიჟა თავისთან სტუმრად თუ გექნება საშუალება ჩამოდი ჩემთანო. მართლაც გადავწყვიტე წასვლა.

სექტემბერში წავედი კიევში. მე ვიყავი ალექსანდრე ნათლობით. უწმიდესისგან ავიღე ლოცვა-კურთხევა რომ 8 სექტემბერს პოჩაევოში ღვთისმშობლის დღესასწაულისთვის წავსულიყავი. წადიო - მითხრა, მაგრამ 10 სექტემბრისთვის საქართველოში იყავიო. და ჩემი ანგელოზის დღისთვის აქ იყავიო. უკან რომ ვბრუნდებოდი, ავტობუსის სადგურში იმ დროისათვის ათეისტური პროპაგანდისტული ბუდე იყო. ერთ-ერთ ათეისტთან შეხლა-შემოხლა მომივიდა და სახეში გავარტყი. რაზე გავარტყი? მე არასდროს არ მიჩხუბია ცხოვრებაში, მაგრამ არც მაშინ გავარტყამდი რაღაცაზე რომ შეველაპარაკე შემომაფურთხა ანაფორაზე. როდესაც უწმიდესმა ეფრემმა მაკურთხა მითხრა, ეს ანაფორა ან სიკვდილმა ან ციხემ უნდა გაგხადოსო.

იმიტომ, რომ ეს არის ღვთისმშობლის ტანისამოსი და მისი შეურაცხყოფა დასჯადიაო. ეს მახსოვდა კარგად. სასამართლოზეც ვთქვი, მას რომ შეეგინებინა ჩემთვის დედაც კი, რაც საქართველოში მიუღებელია, შეიძლება მომეთმინა. მაგრამ რომ შეურაცხყო ჩემი ღვთისმშობლის შესამოსელი, ერთხელ გავარტყი. ამისათვის მომისაჯეს ერთი წელი. ათეისტური ჯგუფის ხელმძღვანელი იყო პოჩაევოში. ეს იყო მიზეზი და მომისაჯეს ერთი წელი პოჩაევოს ციხეში.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დანაშაული განისაზღვრებოდა ჯარიმიდან წლამდე და მომცეს ერთი წელი ვინაიდან სასულიერო პირი ვიყავი. მოსამართლე დამემუქრა კიდეც, რომ ეს ერთი წელი გაფიქრებინებს, რომ ეს ძონძიც გაიხადოო. დაშინების მსგავსად მითხრა, რომ მოგცემთ ერთ წელს და იქნებ იფიქრო, რომ უარი თქვა ღმერთზე. მადლობა ღმერთს, კარგად გადავიტანე ღვთის წყალობით, პატრიაქ ეფრემის და მეუფე ილიას ლოცვა-კურთხევით. ამ პერიოდში დედაჩემი რა დღეშიც იქნებოდა, წარმოგიდენიათ. მეუფე ილიამ ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა იმითაც, რომ ამხნევებდა დედას.


ბეჭდვა
1კ1