კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა
ბორჯომის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრი, მამა ზურაბი, წუხელ თბილისის კოვიდ კლინიკაში გარდაიცვალა.

მამა ზურაბს COVID 19-ის დიაგნოზით სამედიცინო დაწესებულებაში ბოლო 12 დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

დღეს, დღის მეორე ნახევარში, მოძღვარს ბორჯომში წმ. გიორგის სახელობის ტაძარში დაასვენებენ.
მოიხსენოს უფალმა მისი უკვდავი სული, გთხოვთ თვქენს ლოცვებში მოიხსენოთ ახლშესვენებული მამა ზურაბი.
ბეჭდვა
1კ1