გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე
გარდაიცვალა დეკანოზი დავით ქვლივიძე
კორონავირუსული ინფექციის შედეგად, 2020 წლის 7 დეკემბერს ღვთივმიიცვალა მცხეთა-თბილისის ეპარქიის ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე.

მამა დავითი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მდგომარეობა დამძიმდა და სამწუხაროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

უფალმა შეიწყალოს დეკანოზ დავითის სული და დაამკვიდროს, სადაც მართალნი განისვენებენ.
ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, მრევლს და ახლობლებს.
გთხოვთ, თქვენს ლოცვებში მოიხსენოთ ახალშესვენებული მამა დავითი.
7 და 8 დეკემბერს დეკანოზი დავითი დასვენებული იქნება ორთაჭალაში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N3 (რესტორან ,,თამარიონთან"), ხოლო ოთხშაბათს, 9 დეკემბერს, გადაასვენებენ ვაშლიჯვრის მაცხოვრის ნათლისღების სახელობის ტაძარში, ხუთშაბათს, 10 დეკემბერს, 14 საათზე იგი დაიკრძალება ამავე ტაძრის ეზოში.
ბეჭდვა
1კ1