მიცვალებულთა მოხსენიებისთვის
მიცვალებულთა მოხსენიებისთვის
არქიმანდრიტი ბენიამინი (ბელქანია):
- გარდაცვალების პირველ, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს მოძღვარს უნდა გადავახდევინოთ პანაშვიდი.
დასაფლავებამდე ჭირისუფალმა მიცვალებულის სახელზე უნდა იკითხოს ფსლმუნები. მიცვალებულის ცხედართან უნდა ენთოს კანდელი და სანთელი. ზოგჯერ ჩვილი ან ახაალგაზრდა მიჰყავს ღმერთს თავისთან, ისინი ღმერთს ნაკლებად ცოდვილები მიჰყავს. ზედმეტი მწუხარებით ვამძიმებთ მიცვალებულის სულს. უმჯობესია მარხვა, ლოცვა, კვირა დღეს წირვა-ლოცვაზე მიცვალებულის მოხსენიება.

მოსახსენებელში უნდა ჩაიწეროს მხოლოდ მართლმადიდებლურად მონათლულნი. არ შეიძლება წირვაში მოხსენიება თვითმკვლელისა. მიცვალებულის სახელზე ლოცვა და მოწყალების გაცემა განსაკუთრებით საჭიროა გარდაცვალებიდან ორმოცი დღის განმავლობაში, რადგან ორმოცი დღის განმავლობაში მიცვალებულის სული გადის საზვერეებს და მეორმოცე დღეს ხდება უფლის მიერ მისი სამყოფელის განჩინება. მღვდელს უნდა ვთხოვოთ შეკვეთილი წირვა გარდაცვალებიდან მეორმოე დღეს, ასევე ნათლობის, ანგელოზის, დაბადებისა და გარდაცვალების დღეებში.


წესის აგების დროს მოძღვრის მიერ იკურთხება პური, ხორბალი, მარილი, ზეთი, წყალი, ღვინო, მიწა და სასახლე. მიცვალებულს გარდა გულსაკიდი ჯვარისა არ ჩავატანოთ ზედმეტი სამოსელი, ფეხსაცმელი, ოქრო და სხვა. ნივთებს მიცვალებულის სული ვერ გამოიყენებს. საფლავზე აუცილებლად უნდა იყოს პირველი დღიდანვე ნაკურთხი ჯვარი. არ არის საჭირო ზედმეტად დაიხარჯოთ საფლავის მოწყობაში. უმჯობესია მიცვალებულის სახელზე გაიცეს მოწყალება ობლებისათვის, პატარებისთვის და ავადმყოფებისთვის. სასურველია მიცვალებულის სახელზე ფსალმუნების კითხვა ერთი წლის განმავლობაში.

ბეჭდვა
1კ1