გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები სულიერად ცხოვრობენ
გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები სულიერად ცხოვრობენ
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე:
რა არის ეს სიხარული? როგორ შეიძლება იხაროს ადამიანმა, თან იხაროს დაუსრულებლად? ერთადერთი მარადიული და დაუსაბამო ეს ღმერთია. ამიტომაც ღმერთის გარეშე შეუძლებელია ადმიანმა სიხარული მოიპოვოს. რითი განსხვავდება ერთმანეთისგან ცოცხალის და გარდაცვლილის მდგომარეობა? იმით, რომ გარდაცვლილებს აღარ აქვთ უნარი რამე შეცვალონ. ისინი არიან უკვე თავისი თავისთვის საბოლოო მდგომარეობაში. ისინი როდესაც წარსდგნენ როგორც თავიანთ კერძო სამსჯავროზე, იმავე მდგომარეობით წარსდგებიან საზოგადო სამსჯავროზეც. დედა ეკლესიის ლოცვით ვიცით, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ღმერთის მოწყალებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს.
გარდაცვლილის სულისათვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ. მისთვის ძვირფასი ადამიანები ისე არ იქცევიან როგორც თვითონ შეიძლება ერთ დროს იქცეოდა თავის ცხოვრებაში. მისთვის ძვირფასი ადამიანები აგრძელებენ ლოცვას. თუ მანამდე არ იყვნენ ეკლესიურები ცხოვრობენ ეკლესიურად და თავიანთი მსახურებით შეეწევიან იმქვეყნად მყოფ თავიანთ ახლობელს და სიხარულს ანიჭებენ.
რამხელა სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს. ჯანსაღ საზოგადოებაში და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის სასიხარულო მართლაც უფრო მეტია ვიდრე სამწუხარო.

ბეჭდვა
1კ1