ცოდვილის სიკვდილი
ცოდვილის სიკვდილი
* წმინდა ანდრია სალოსი ერთ მომაკვდავთან მივიდა, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ცოდვიანი ცხოვრებით და ღვთისმგმობელობით და ამგვარი რამ იხილა. მან ცეცხლოვანი მახვილით მომარჯვებული უფლის ანგელოზი დაინახა, რომელმაც ზეციდან მიღებული ბრძანების მერე მახვილის ჩარტყმა დაუწყო კაცს და ასე საშინელ ტანჯვაში ამოხდა სული.

* წარმართ მეთაურს, რომელმაც წმინდა არტემი აწამა, ამგვარი სიკვდილი ეწვია: წამებიდან მეორე დღეს ირემი დაელაპარაკა ადამიანის ენით და უთხრა, რომ მართალი ადამიანის მოკვლისთვის საშინელი სიკვდილით დაისჯებოდა. მართლაც, როცა გულქვა მეთაური მოთუხთუხე კუპრიანი ქვაბების სანახავად წავიდა, მზად იყო თუ არა ისინი, რათა მასში წმინდა მოწამეები ჩაეყარა, უეცრად ორი არწივი მოფრინდა, სტაცეს მას კლანჭები, აიტაცეს ცხენიდან და იმ მდუღარე კუპრში ჩააგდეს.

* ღირს მარკოზ თრაკიელზე ამბობენ, ცისქვეშეთში ელვასავით ერთ საათში გაიარაო. ღირსმა ზოსიმე სოლოვეცკელმა საზვერეები ათ დღეში გაიარა: სიკვდილიდან მეათე დღეს გამოეცხადა იგი თავის მოწაფე დანიელს და უთხრა, რომ ყველა საზვერე გაიარა და ღირსთა დასს შეუერთდა. ხოლო როცა გარდაიცვალა ღირსი მაკარი დიდი, დემონები თავიანთ საზვერეებში ორ მწკრივად მოეწყვნენ, რათა ეცქირათ მისი ღმერთშემოსილი სულის აღსვლისთვის. მან აღსვლა დაიწყო. მისგან შორს მდგარი ბნელი ძალები თავიანთი საზვერეებიდან უყვიროდნენ: "ჰოი, მაკარ! როგორი დიდების ღირსი შეიქმენ!" თავმდაბალმა ღვთის კაცმა უპასუხა: "ჯერ არა! ჯერ კიდევ მჭირდება გაქცევა". როცა მან ზეციური კარიბჭის ზღურბლზე შეაბიჯა, გაბოროტებულმა ეშმაკებმა ყვირილი დაუწყეს: "ახლა კი ნამდვილად გაგვექეცი, მაკარ!" - "ჩემი ქრისტე ღმერთის ძალით დაცული გავექეცი თქვენს საფრთხეებს", - უპასუხა მათ ღირსმა მაკარმა და შევიდა ღვთის სასუფეველში.
ბეჭდვა
1კ1