მწამდა, რომ ჩემი ლოცვა შეეწეოდა ტანჯვის ჟამს
მწამდა, რომ ჩემი ლოცვა შეეწეოდა ტანჯვის ჟამს
წმინდა მოწამე პერპენტუა ჰყვება, რომ ერთხელ საპყრობილეში საერთო ლოცვისას უეცრად წამოსცდა თავისი გარდაცვლილი ძმის დინოკრატეს სახელი. მიხვდა, რომ ეს შემთხვევით არ მოხდა და მისთვის განსაკუთრებული ლოცვა დაიწყო. მეორე ღამეს ვიხილე, - ბრძანებდა იგი, - თითქოს ერთი ბნელი და საშინლად ცხელი ადგილიდან გამოვიდა ჩემი ძმა, უწმინდური და ფერმკრთალი სახით, შუბლზე ის იარა ჰქონდა, რომლითაც მოკვდა. ჩვენ შორის ღრმა უფსკრული იყო და ერთმანეთს ვერ მივუახლოვდით. იმ ადგილას, სადაც დინოკრატე იდგა, ჩანჩქერი გადადიოდა და ეცემოდა, მაგრამ მას ვერ სწვდებოდა, მწყურვალი წყლის აღებას ცდილობდა, მაგრამ ამაოდ. გამომეღვიძა და მივხვდი, რომ ჩემი ძმა სატანჯველს იყო მიცემული. მაგრამ მწამდა, რომ ჩემი ლოცვა შეეწეოდა ტანჯვის ჟამს. მთელი დღეები და ღამეები ტირილსა და ვედრებაში გავატარე, შევთხოვდი უფალს, რომ იგი ჩემთვის ეჩუქებინა. იმ დღეს, როცა საპყრობილეში შებორკილები დაგვყარეს, მე ახალი ხილვა ვნახე. ადგილი, რომელიც ადრე ბნელად ვიხილე, ახლა განათებული იყო, დინოკრატეც, ნათელი სახითა და მშვენიერი სამოსით მოსილი, სიგრილით ნეტარებდა. სახეზე იარის ნაკვალევიღა უჩანდა. ჩანჩქერი კი ისე დაბლა იყო, რომ მას ყრმაც კი მისწვდებოდა და ჩემს ძმას ადვილად შეეძლო მისი შესმა. დარწყულებული დინოკრატე კი ხარობდა. გამომეღვიძა, მივხვდი, რომ ჩემი ძმა განთავისუფლდა სასჯელისაგან.
ბეჭდვა
1კ1