როგორ გავუძლო ტკივილს?
როგორ გავუძლო ტკივილს?
წმინდა ფოტი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ბრძანებს: "შენ ტირი იმაზე, რომ გარდაცვლილმა დაგტოვა, მაგრამ არ ფიქრობ მათზე, ვინც მან იპოვა".

ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი კი ამბობს: "მე არ მსურს ვთქვა - "არ დაუშვა მწუხარება", რადგან ეს ჩვენ არ ხელგვეწიფება, მაგრამ ვიტყვი: ნუ დაუშვებ, რომ მწუხარებანი დაეუფლონ შენს გულს და ააღელვონ, ისინი გულის საზღვრებს გარეთ შეაკავე".

***
წმინდა იოანე მოწყალეს სურდა, მუდმივად ჰქონოდა სიკვდილის ხსოვნა, ამიტომაც კუბო დაამზადებინა, ოღონდ დასრულების ნება არ მისცა. ოსტატებს კი უბრძანა, საზეიმო დღეებში მოსულიყვნენ მასთან და ყველას წინაშე მისთვის ხმამაღლა ეთქვათ: "მეუფეო, შენი კუბო ჯერ არ დაგვისრულებია; ხომ არ გვიბრძანებ მის დასრულებას, რადგან სიკვდილი მოახლოებულია და არ იცი, რომელ საათს გეწვევა".

***
"უფალი მხოლოდ მაშინ წყვეტს ადამიანის სიცოცხლეს, როცა ხედავს, რომ იგი მზადაა მარადისობაში გადასასვლელად, ანდა ხედავს, რომ მისი გამოსწორების იმედი აღარ არსებობს", - ბრძანებს წმინდა ამბროსი ოპტელი.
ბეჭდვა
1კ1