მამა ღვთისომ, არქიმანდრიტმა საბამ უფლის წიაღში სამუდამოდ გადაინაცვლა
მამა ღვთისომ, არქიმანდრიტმა საბამ უფლის წიაღში სამუდამოდ გადაინაცვლა
18 დეკემბერს, საბა განწმენდილის ხსენების დღეს მამა ღვთისო შალიკაშვილი უწმინდესის ლოცვა- კურთხევით, ბერად აღიკვეცა წმინდა საბას სახელით და აღყვანილი იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. მამაოსთან შეხვედრის და მასთან ინტერვიუს სურვილი რომ გამოვთქვი, მამა ღვთისომ დროც დამითქვა, ქაშუეთის ტაძარი. წირვის დროს უნდა მენახა, მაგრამ გავიგე, რომ შეუძლოდ არის და ტაძარში მისვლას ვერ შეძლებსო. შედარებით უკეთესობას ველოდით, მაგრამ შობის დღეს გავიგეთ, რომ მამა ღვთისომ უფლის წიაღში სამუდამოდ გადაინაცვლა.
"კარიბჭის" არქივში მამა ღვთისოსთან ჩემი კოლეგის ინტერვიუ ვნახე. მამაოს ხსოვნას მისი ძველი საუბრის ამონარიდებიდან მივაგებთ პატივს.

"ჩემს სიყრმეში, მოგეხსენებათ, ეკლესიების უმეტესობა არ მოქმედებდა. სიყმაწვილის წლები ისე გავატარე, რომ ეკლესიასთან სიახლოვე არ მქონია. დუშეთის რაიონში, სადაც მე დავიბადე, არც ერთი ეკლესია არ ფუნქციონირებდა. როდესაც წამოვიზარდე, თბილისში ჩამოვედი. იმ დროს სოფლებში გაუსაძლისი იყო ცხოვრება, კომუნისტები ხალხს არც მიწას აძლევდნენ და არც საქონლის ყოლის უფლებას, ამიტომაც ბევრი იძულებული გახდა, საცხოვრისი მიეტოვებინა და დედაქალაქში გადმოსახლებულიყო. თბილისში რომ ჩამოვედი, ეკლესიაში სიარული დავიწყე.

KARIBCHE KARIBCHE

იმ გზის არჩევაში, რომელსაც ახლა ვადგავარ, დიდი წვლილი მიუძღვის მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. როდესაც საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობლად მისი უწმინდესობა მობრძანდა, მე მისი მორჩილი გავხდი. თავიდან ცოტა მეძნელებოდა, მიჭირდა ეკლესიური წესებით ცხოვრება... დიაკვნად 1978 წელს ალავერდის ტაძარში მაკურთხეს. ეს ის დრო იყო, როცა საქართველოს ეკლესიას აღარ ჰყავდა პროტოდიაკვანი. ამ ხარისხის მქონე ადამიანს მოეთხოვებოდა შემდეგი თვისებები: უნდა ყოფილიყო მუსიკალური, უნდა ჰქონოდა კარგი ხმა და აუცილებლად - შესაბამისი გარეგნობაც. აღმოჩნდა, რომ ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილე და მისმა უწმინდესობამ პროტოდიაკვნად დამადგინა. თითქმის თერთმეტი წელიწადი ვატარებდი პროტოდიაკვნის გინგილას. თუკი სადმე წირავდა უწმინდესი, ყველგან მის გვერდით ვიყავი. შემდეგ მღვდლადაც დამასხეს ხელი და უკვე თითქმის ოცი წელია მღვდლის ანაფორა მაცვია. ქაშვეთის ტაძარში დამადგინეს და მას მერე აქ ვარ.

თქვენი ჟურნალი ხალხს ეკლესიის კარიბჭისკენ უჩვენებს გზას, გისურვებდით, დიდხანს გეკეთებინოთ ეს კეთილი საქმე. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ."

KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1