გაოცებული დაჰყურებდაო თავის ჭრილობებს და ბოლო სიტყვებად უთქვამს: - მე რა შუაში ვიყავიო?
გაოცებული დაჰყურებდაო თავის ჭრილობებს და ბოლო სიტყვებად უთქვამს: - მე რა შუაში ვიყავიო?
დგება მძიმე დღე ათასობით ადამიანისათვის - დღეს მიწას მიაბარებენ შვილებს, რომლებიც მთელ საქართველოს საკუთარი შვილებივით ეტკინა. ასეთი რეზონანსი არ ჰქონია არანაირ მკვლელობას და არცერთ უბედურებას ბოლო წლებში, თუმცა ათასნაირი განსაცდელი გადავიტანეთ. იქნებ ეს ბავშვები გახდნენ ჩვენი ეროვნული გამოფხიზლების მიზეზი? იქნებ მათი გარდაცვალება იქცეს ჩვენი უსიყვარულო ცხოვრების დასასრულად და ერთმანეთის მოფრთხილება ვისწავლოთ?

ლევანისთვის რომ დაურტყამთ დანა, გაოცებული დაჰყურებდაო თავის ჭრილობებს, ბოლო სიტყვებად უთქვამს: - მე რა შუაში ვიყავიო? - და გონებაც დაუკარგავს. შენ არაფერ შუაში იყავი, შვილო, მეგობარი რომ არ მიატოვე განსაცდელში, ეს იყო შენი დანაშული. აკი მაგიტომ მოვიდა დავითის მამა შენთან ამ მძიმე დღეებში და მადლობაც გითხრა ამისთვის.

KARIBCHE

"ჩემ ლევანის თავის სიხარულზე მეტად სხვისი აბედნიერებდა. თავის წუხილზე მეტად სხვისი სწყინდა... თითოეული ნაბიჯის გადადგმისას იმას კი არ ფიქრობდა არავის ვავნოო, იმას ფიქრობდა - ეს ვინმესთვის ხო კარგი იქნებოდა. მისი ნებისმიერი ქცევა არაფრის დაშავება კი არა, ჩვეულებრივი მადლი იყო." - ასე დასტირიან მეგობრები ლევან დადუნაშვილს - "ჩემი ლევანი დაიტანჯება, ჩვენ თუ ვიგლოვებთ. არ იტიროთ, რა. გთხოვთ! გაიღიმეთ და გაახარეთ ლევანა. არ უყვარდა სხვისი ცრემლი. მერე თვითონ ერთი ათად იტანჯებოდა. ხოდა ახლა ჩემი ლევანიკო გამიხარეთ. თავს ზემოთ ძალა არ არისო, ნათქვამია. არის ძალა! ადამიანის ძალა შეუცნობელია, ისევე როგორც გზები უფლისა.
სულ ვეკითხებოდი, ასეთი კარგი აქ რანაირად ხარ-მეთქი. ალბათ, ანგელოზობას აპირებდა თავიდანვე. უბრალოდ ვერ ხვდებოდა."

მტკივნეულია ეს განშორება. მტკივნეულია ასე სადისტურად დაჩეხილი უდანაშაულო შვილების მიწისთვის გამეტება, მაგრამ უნდა მოვიკრიბოთ ძალა. ამით ხომ არ მთავრდება სიცოცხლე? ჩვენ ხომ ვიცით, რომ ადამიანის სული  უკვდავია და ეს ბავშვებიც ჩვენი ტკივილიანი ყოფიდან მარადიულ სამყოფელში გადაინაცვლებენ. ადრე თუ გვიან ყველანი წავალთ იქ.

უფალმა დაგიამოთ სულის ტკივილები, შვილებო, სასუფეველში გეპოვოთ სიმშვიდე საუკუნოდ!





ბეჭდვა
1კ1