22 მაისს მამა ანდრიას გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება
22 მაისს მამა ანდრიას გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება
"მღვდელი პირველ რიგში კარგი კაცი უნდა იყოსო", - ხშირად იტყოდა ხოლმე უაღრესად თბილი, მოსიყვარულე მამა ანდრია ლაითაძე. გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე გაღიმებული მეუბნებოდა, ქრისტეს ასაკში ვარო... სამწუხაროდ, მამა ანდრია 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა ანდრიასთან ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა, - იხსენებს სალომე ვაშალომიძე. 2008 წლიდან, როცა არდადეგები მქონდა, კიევიდან, სადაც სასწავლებლად ვიყავი წასული, ბათუმში ჩამოვდიოდი და მასთან ვმედავითნეობდი. მეუბნებოდა ტაძრის მშენებლობას რომ დავასრულებ ხომ იცი შენ უნდა იყო ჩემი მთავარი მედავითნეო. მანამდე ფერიის ბავშვთა სახლში ავდიოდით მსახურებისთვის. შემდეგ მოხუცებულთა სავანეში მსახურობდა, სადაც დიდი სიყვარული მოიპოვა. 12 მოციქულის ტაძარს აშენებდა, რომელიც ღვთის წყალობით დაასრულა კიდეც. მხოლოდ შიდა სამუშაოებია დასასრულებელი. ტაძრის ეზოში მისი საფლავის ადგილიც ჰქონდა მოზომილი და მართლაც იქ დაასაფლავეს.

ბოლო დროს განსაკუთრებით ძალიან მხიარული და მოსიყვარულე იყო. ყველას ამ სიტყვებით ანუგეშებდა: " ნუ გეშინიათ, ხომ იცით ყველაფერი კარგად იქნებაო".
როცა მოსალოცად მიდიოდა ათონზე ან სადმე, აუცილებლად პატარა საჩუქარს ჩამომიტანდა, სამაჯურს, ხატს, ჯვარს ან სხვა რაიმეს. სალო ან სალომია ( ასე მომმართავდა) რაც შევძელი ესაა, ხომ იცი მთელი გულითაა ნაყიდიო და გამიღიმებდა.
მამა ანდრიას შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, რის გამოც ხშირად შეუძლოდ გრძნობდა თავს, თუმცა მისი გარდაცვალება არავის არ წარმოგვედგინა. "არაფერია ისე ნამდვილი როგორც სიკვდილი, მაგრამ არც რამეა უფრო მეტად დაფარული კაცთათვის, როგორც მისი მოსვლის დრო".

გარდაცვალებამდე ოთხი თვით ადრე მოულოდნელად მაღალი ტემპერატურა დაეწყო და ღვიძლის ციროზი დაემართა, ჩვენი ეპარქიის ბერმონაზონმა სებასტიანემ მამა ანდრიას გადასარჩენად საკუთარი ღვიძლის უმეტესი ნაწილი გაიღო. მრევლიც შეძლებისდაგვარად ვეხმარებოდით, ვლოცულობდით. მამა ანდრია კომაში იყო, ვანუგეშებდით მის ოჯახს, მამაოს დედას, ქალბატონ ქეთევანს ვწერდი, დედის ლოცვას უფალი შეისმენს ილოცეთ გულმხურვალედ თქო, მართალია ქეთევანი ისედაც ლოცულობდა და მისი ლოცვით გამოვიდა მამა ანდრია ერთ თვიანი კომიდან. ოთხ თვემდე საავადმყოფოში მკურნალობდა, მაგრამ ღვთის ნებას ვერავინ აღუდგება წინ, ოპერაციიდან რამდენიმე დღეში მამა ანდრია გარდაიცვალა.

KARIBCHEდედისთვის შვილის გარდაცვალებაზე საშინელი არაფერია. ღმერთმა ანუგეშოს მამა ანდრიას დედა, მეუღლე, და. პატარა შვილებს მფარველობა არ მოაკლოს ღმერთმა.
უფალი განსაცდელში მყოფთ გვამხნევებს:
"რამეთუ მრავალთა ჭირთა ჯერ-არს ჩვენდა შესვლად სასუფეველშა ღმრთისასა". (საქმ. 14.22)(ებრ). "სოფელსა ამას ჭირი გაქუს, არამედ ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა". ( იოანე 16. 33). "რომელი უყვარან უფალსა, სწავლის და ტანჯვის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის". ( ებრ. 12,6).
უცოდველი ღვთისმშობლის ერთადერთი ძე თუ ჯვარზე გააკრეს და აწამეს ჩვენ ცოდვილთ რაღა გვეთქმის...
ქრისტიანის ჯვარი დიდია. სხვა თუ ლხინში კარგავს დროს, ქრისტიანს მეტი მოეთხოვება და განსაცდელებიც მრავლად აქვს, რადგან განსაცდელთა დათმენით გამოიწრთობა ჩვენი სული როგორც ოქრო ცეცხლში.

ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს დილას, საიდუმლო სერობის ხსენების დღეს მიიღო მისი სული უფალმა, დილით წირვაზე გავიგეთ მამა ანდრიას გარდაცვალება და ყველანი ვტიროდით. აღდგომის სიხარული გაგვიუფერულა მამა ანდრიას გარდაცვალებამ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეს მივაბარეთ მიწას მამა ანდრია. ხშირად დამირეკავდა და ხუმრობით მეტყოდა როცა დავიკარგებოდი, მიმაყარე მიწაო? დასაფლავების დროს ერთი მუჭა მიწა დავაყარე და სულ მისი სიტყვები მახსენდებოდა:" სად დამეკარგე მიმაყარე მიწაო?".
19 დეკემბერს ნიკოლოზობას მამა ანდრია შეუძლოდ გახდა, 22 მაისს, ნიკოლოზობას კი 40 დღე უსრულდება.

ყველას გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში ახალშესვენებული დეკანოზი ანდრია.
უფალმა აცხოვნოს და საუკუნო სიცოცხლე დაუმკვიდროს, სადაც მართალნი ადიდებენ, მამას, ძეს და სული წმინდას! ამინ!

ბეჭდვა
1კ1