მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული
მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული
არ არსებობს ოჯახი, სადაც მიცვალებულთა ხსოვნას არ აფასებდნენ. საფლავებსაც მოწიწებით ვუვლით და გარდაცვლილთა ხსენების დღეებიც წესების დაცვით გვინდა აღვნიშნოთ. ყველა მიცვალებულს არ ჰყავს მომხსენებელი. რამდენიმე თაობის შემდგომ იშლება მეხსიერებიდან წინაპართა სახელები. ამიტომ, ეკლესიამ დააწესა საგანგებო დღეები მოხსენიებისა. მიცვალებულის ხსენების დღეები მოძრავია და აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. ამიტომ უმჯობესია, საეკლესიო კალენდარი გამოვიყენოთ, სადაც ყველა ეს დღე გასაგებად არის აღნიშნული.
კორკოტი, რომელიც საკურთხის დროს მზადდება, ერთგვარი მსხვერპლია და ამასთანავე ხორბალი განასახიერებს ნაყოფს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ლპება და ახალ თავთავს იღებს. ჩვენც გამოვხატავთ ნდობას ღვთისადმი, რომ ჩვენს სულებს მსგავსად აღადგენს სასუფევლისთვის.


ბეჭდვა
1კ1