მადლიერი ხალხი მთელი ღამე ვლაქერნის ტაძარში დაუჯდომლად ლოცულობდა და გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს
მადლიერი ხალხი მთელი ღამე ვლაქერნის ტაძარში დაუჯდომლად ლოცულობდა და გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს
ამ ხატს კონსტანტინოპოლი მტრებისგან არაერთხელ გადაურჩენია. 626 წელს კონსტანტინოპოლს სკვითები და სპარსელები შემოესივნენ. ქალაქი ალყაში იყო მოქცეული. ბერძნებმა იგრძნეს სისუსტე, ლოცვით მიმართეს მამა ღმერთს და ღვთისმშობელს. მოაწყვეს ჯვრითსვლა ქალაქის გარშემო. როდესაც მლოცველები მიადგნენ ზღვას, პატრიარქმა სერგიმ ღვთისმშობლის ხატის სამოსელი ჩაუშვა ზღვაში. მანამადე მშვიდი ზღვა უცებ აბობოქრდა, ქარიშხალმა ჩაძირა მტრის გემები. მადლიერი ხალხი მთელი ღამე ვლაქერნის ტაძარში დაუჯდომლად ლოცულობდა და გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს. ეს მოხდა 670-864 წლებში. მას შემდეგ წმინდა ეკლესიამ ყოველ წელს დაადგინა ღვთისმშობლის სადიდებელი დღესასწაული. შეიქმნა ღვთისმშობლის დაუჯდომელი. ამ დღესასწაულს განსაკუთრებით აღნიშნავენ ხოლმე კიევ-პეჩორის ლავრაში. გადმოცემით, ღვთისმშობლის მოოქრული ვერცხლის სადიდებელი ხატი პეტრე დიდმა დედას აჩუქა. ხატში ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. პეჩორის ლავრის დახურვამდე ხატი ჯვართამაღლების ტაძარში ესვენა. 1961 წელს მონასტერი დახურეს. ეს ხატი XX საუკუნის 80-იან წლებში აღმოაჩინა არქიმანდრიტმა სოფრომმა - ხატი ხანდაზმულ ქალს ეჭირა. როგორც გაირკვა, ხატი მას მოხუცმა მღვდელმა გადასცა. 1999 წლის 13 ოქტომბერს ხატი მონასტერში გადააბრძანეს.

ლავრის სიწმინდე კიევ-პეჩორის ლავრას დაუბრუნდა. 2000 წელს ხატს, "პეჩორის სადიდებელი", რესტავრაცია ჩაუტარდა. ხატის დღესასწაული დიდი მარხვის მეხუთე შვიდეულის შაბათს სრულდება.
ბეჭდვა
1კ1