"ბზას რომ ვხედავ, მიხარია, რადგან ის მამა ისააკს მაგონებს..."
"ბზას რომ ვხედავ, მიხარია, რადგან ის მამა ისააკს მაგონებს..."
ყოველი ბზობის მოახლოებისას განსაკუთრებით მწვავედ ვრგძნობ, რომ ის ძალიან გვაკლია, თუმცა უფალმა უკეთ იცის. იმ ბზობის წინა დღეს მე და მამა ისააკმა ბზის ნერგები ჩამოვიტანეთ ჯახუთიდან და მონასტრის ეზოში დავრგეთ. ერთი მათგანი სამრეკლოსთან ახლოს დავრგეთ, რომელმაც ძალიან კარგად იხარა და გაიზარდა. ამ ბზას რომ ვხედავ მიხარია, რადგან ის მამა ისააკს მაგონებს, შარშან ავადმყოფობამ, თუ მატლებმა ლამის გაახმეს...გული მომიკვდა, წელს კი, ვხედავ ფოთლები მოუსხამს, ამწვანებულა...ისე გამიხარდა თითქოს მამა ისააკი გაცოცხლებულიყოს..,-იხსენებს ბატონი გოგიტა ჩიტაია.

მღვდელმონაზონი ისააკი (ენუქიძე) დაიბადა 1957 წელს ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში, მამით ობოლმა ბიჭმა სკოლა წარჩინებით დაამთავრა, გაიარა სამხედრო სამსახური, ჭეშმარიტების გზის ძიებამ ბეთანიის მონასტერში მიიყვანა, 1989 წლის 16 სექტემბერს კი, უწმინდესმა და უნეტარესმა კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ხობის მონასტერში ჩამოიყვანა და აქ დატოვა. მოგეხსენებათ 1923 წელს, ბოლშევიკებმა ანტირელიგიური კამპანია გააჩაღეს-დახურეს ეკლესია მონასტრები, რა თქმა უნდა ხობის მონასტერიც, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე.

ხობის მონასტრის სიწმინდეები: ღვთისმშობლის კვართი... სამეგრელოს (ზუგდიდის) მუზეუმი გადაიტანეს, ბერმონაზვნები და სამღვდელოება შეურაცხყვეს...1966 წლის შემდგომ, 1989 წლის 16 სექტემბერს, უწმინდესის წყალობით კვლავ დაირეკა ხობის მონასტრის ზარი, კვლავ გაისმა ტკბილი ქართული გალობა. მამა ისააკი აქვე, ხობში შერაცხეს მღვდელმონაზვნად. 1990 წლის 15 აპრილს, ამდენი ხნის შემდეგ პირველად ჩაატარა მამა ისააკმა სააღდგომო მღვდელმსახურება, იმ ღამეს როგორც იტყვიან ზღვა ხალხი შეიკრიბა ხობის მონასტერში. დილით კი, მამა ისააკი დაიღუპა. პირველი კითხვა რაც მაშინ დამებადა: როგორ ებრძვის ბოროტი ხობის მონასტერს! ზღვა ხალხმა დაიტირა მამა ისააკი, მან ძალიან მოკლე დროში ყველას შეაყვარა თავი, აცხონოს უფალმა! დაკრძალულია ხობის მონასტრის სამრეკლოში.


ბეჭდვა
1კ1