გარდაიცვალა დეკანოზი ანტონ ხანთაძე
გარდაიცვალა დეკანოზი ანტონ ხანთაძე
გარდაიცვალა დიდუბის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ანტონ ხანთაძე. მამა ანტონი წლების განმავლობაში იყო დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მღვდელმასხური, 1990 წლიდან გადაიყვანეს მცხეთის ჯვრის მონასტრის წინამძღვარად, 2011 წლიდან კი დიდუბის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარია.
ერთი თვის წინ შევიტყვეთ, რომ მამა ანტონს გრიპი გაურთულდა და უმძიმეს მდომარეობაში იმყოფებოდა საავადმყოფოში. სამწუხაროდ ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
დამწუხრებულია მამა ანტონის მრავალრიცხოვანი მრევლი. მათ ღირსეული სულიერი მოძღვარი დაკარგეს. მამა ანტონს ხუთშაბათს დაკრძალავენ წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში.
თანაგრძნობას ვუცხადებთ მის ოჯახს, მრევლს.
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი მამა ანტონს!

ჩვენს არქივში მოვძებნეთ 2008 წელს მასთან ჩაწერილი ინტერვიუ:

მღვდლობა, ერთი მხრივ, არის მოწოდება, მადლი და წყალობა, მეორე მხრივ კი ურთულესი ბრძოლა საკუთარ თავთან
ბეჭდვა
1კ1