მადლობა თქვენი გათენებული ღამეებისა და შემოწირული ჯანმრთელობისთვის! დათმენილი ტკივილებისა და ჩვენთვის ნაჩუქარი ბედნიერი წამებისთვის!
მადლობა თქვენი გათენებული ღამეებისა და შემოწირული ჯანმრთელობისთვის! დათმენილი ტკივილებისა და ჩვენთვის ნაჩუქარი ბედნიერი წამებისთვის!
დღეს, როცა ქართული საზოგადოება ემშვიდობება ბატონ ბაჩანა ბრეგვაძეს, მინდა სამადლობელი ვთქვა მისი უკვდავი სულის წინაშე... მადლობა თქვენი ჩუმი და დაუღალავი მუშაკობისთვის, მეცნიერული თავმდაბლობისთვის და ადამიანური სულგძელობისთვის! მადლობა ჩვენთვის მსოფლიო მოაზროვნეთა გაცნობისთვის და გულთან მოსატანი თარგმანებისთვის, თქვენი საოცარი კომენტარებისა და მოძღვრობისთვის! მადლობა თქვენი გათენებული ღამეებისა და შემოწირული ჯანმრთელობისთვის! დათმენილი ტკივილებისა და ჩვენთვის ნაჩუქარი ბედნიერი წამებისთვის!
- იმ ასაკიდან, როცა ადამიანი ცხოვრების აზრის ძიებას იწყებს სულ გვერდით მედგა, ხან პასკალით მასაზრდოებდა, ხან მარკუს ავრელიუსით, პლატონით, ლაო-ძით... ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩაბარებაც ხომ მისი ნაშრომების კითხვამ გადამაწყვეტინა... მინდოდა გამეცნო და მადლობა მეთქვა მისთვის, მაგრამ ცხოვრების ორომტრიალმა არ ინება ჩვენი შეხვედრა...
უკან დარჩა ახალგაზრდობა, ძიების წლები, ის საოცარი წიგნები, საიდანაც, როგორც ბუდიდან ამოვფრინდი და დავივიწყე თითქოს...
იმ დღეს კი, როცა ბატონი ბაჩანას გარდაცვალების ამბავი გავიგე, გულზე მემცხეთა და კვლავ მომინდა სამადლობელის თქმა მისთვის... და კვლავ მომინდა იმ მიტოვებული ბუდის მონახულება..
,,სამარადისოდ იყოს ხსენება შენი, ღირსო ნეტარებისაო ძმაო ჩვენო"
დეკანოზი სერაფიმე დანელია


ბეჭდვა
1კ1