დღეს მეუფე თადეოზის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა
დღეს მეუფე თადეოზის გარდაცვალებიდან 40 დღე შესრულდა
მეუფე თადეოზის შვილი, მარიამ იორამაშვილი მამას ასე იხსენებს:
-მეუფე თადეოზი იყო უტკბილესი მამა განსაკუთრებულად მზრუნველი ადამიანი იყო ყველას მიმართ. უზომოდ უყვარდა ადამიანები და შვილები. ერთი ისტორია მახსენდება პატარები ვიყავით, ურემონტო სახლი გვქონდა ერთადერთი დენის წყარო მუშაობდა სახლში, მაცივარი იყო ჩართებული და თუ უთო ან რამე გვჭირდებოდა იქ ვაერთებდით,ერთ დღესაც ეს დენის წყარო აფეთქდა,დედა სკოლისთვის გვამზადებდა და ცოტა გაბრაზდა, ამ დროს მამა გამოვიდა ბიბლიით ხელში და დედას ეუბნება თვალცერმლიანი ”წარმოგიდგენია რა დღეში ჩავარდებოდა იოსები თავისი საყვარელი შვილის სისხლაინი პერანგი რომ მიუტანესო'' დედა მიხვდა რომ საყვედური აღარ უნდა ეთქვა,ისე განიცდიდა იოსების ტკივილს, დენის წყაროზე საუბარი აღარ შეიძლებოდა...ასეთი არაამქვეყნიური იყო ყოველთვის და ყველაფერში,დიდი სულიერი ხედვა ქონდა, ისეთ რამეს გვეტყოდა ხოლმე, მხოლოდ ჩვენ რომ ვიცოდით და გვარიგებდა უტკბილესად არ გვიბრაზდებოდა. მკაცრი არ იყო..თუკი საქმე რწმენას არ ეხებოდა, მკაცრი და შეუვალი იყო უფლის სიყვარულში და რწმენაში..ბოლო ორი თვე საერთოდ არ ძინებია ტკივილებისგან დაღლილს რამოდენიმე წამი ჩასთვლემდა მხოლოდ..ბოლო დღეებში ამბობდა იქ მელოდებიანო გამიშვითო..პატარები რომ ვიყავით დაგვაჩოქებდა ხოლმე და საქართველოსთვის გვალოცებდა..ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, გაჭირვებული მოსულა სახლში,,შემოუპატიჟია და როგორც მეფეს ისე გამასპინძლებია.,თუ შესაწევარი არ ქონდა, ითხოვდა სხვისგან და დაასაჩუქრებდა, სხვისი სიხარულით ხარობდა,,პატარა ბავშვით იყო - ალალი და უბოროტო...

ბეჭდვა
1კ1