გარდაიცვალა დედა ელენე ჯანაშვილი
გარდაიცვალა დედა ელენე ჯანაშვილი
დღეს საქართველოს საპატრიარქოს დედათა მონასტრის მონაზონი, დედა ელენე (ლიდა ჯანაშვილი) გარდაიცვალა. მისი ავადმყოფობა კორონავირუსულმა ინფექციამ გაართულა. დედა ელენე დასვენებულია საპატრიარქოში, ხარების ტაძარში. გასვენება ხვალ, 6 აპრილს, დაახლოებით 1- ის ნახევრიდან 1 საათამდე. წირვის შემდეგ აღესრულება წესის აგება და დაკრძალვა შინდისის წმ. თამარ მეფის სახელობის მონასტრის ეზოში (ტაძრის წინამძღვარია მამა ადამი (ახალაძე)).

დედა ელენე ჯანაშვილი წარმოშობით საინგილოდან, კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოდან (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) იყო და მონაზვნობის ხარისხშიც ახერხებდა მშობლიურ კუთხეში სტუმრობას და ადგილობრივ ქართველ მართლმადიდებლებთან ურთიერთობას.

ოჯახთან, ახლობლებთან, თანამოღვაწეებთან, სასულიერო პირებთან ერთად მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ამ კუთხის ქართველებისთვის.

გთხოვთ ლოცვებში მოიხსენიოთ ახალშესვენებული დედა ელენეს სული.
დედა ელენე უწმინდესთან და საპატრიარქოს დედათა მონასტრის სხვა მონაზვნებთან ერთად



ბეჭდვა
1კ1