უდიდესი სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს
უდიდესი სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს
გვესაუბრება კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი არჩილ ხაჩიძე:
-რითი განსხვავდება  ერთმანეთისგან ცოცხალის და გარდაცვლილის მდგომარეობა? -იმით, რომ გარდაცვლილებს აღარ აქვთ უნარი რამე შეცვალონ. ისინი არიან უკვე თავისი თავისთვის საბოლოო მდგომარეობაში.  ისინი, როდესაც წარსდგნენ  თავიანთ კერძო სამსჯავროზე, იმავე მდგომარეობით წარსდგებიან საზოგადო სამსჯავროზეც.  დედა ეკლესიის ლოცვით ვიცით, რომ ღვთის წყალობით ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და ღმერთის მოწყალებამ შეიძლება ნებისმიერი ადამიანის მდგომარეობა სასიკეთოდ შეცვალოს. გარდაცვლილის სულისთვის სიხარულია ის, რომ მისთვის ძვირფასი ადამიანები განსხვავებულად ცხოვრობენ. მისთვის ძვირფასი ადამიანები ისე არ იქცევიან როგორც თვითონ შეიძლება ერთ დროს იქცეოდა და მისთის ძვირფასი ადამიანები აგრძელებენ  ლოცვას. თუ მანამდე არ იყვნენ ეკლესიურები ცხოვრობენ ეკლესიურად და თავიანთი მსახურებით შეეწევიან იმქვეყნად მყოფ თავიანთ ახლობელს და სიხარულს ანიჭებენ.  უდიდესი სიხარულია, როდესაც გარდაცვლილი ადამიანის მიზეზით მისმა ახლობლებმა ღმერთის დიდება დაიწყეს. ჯანსაღ საზოგადოებაში და ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის  სასიხარულო  უფრო მეტია ვიდრე სამწუხარო.

ბეჭდვა
1კ1