მეუფე დიმიტრი - საპასუხისმგებლოა მღვდელმთავრის ჯვარი, მაგრამ ვთვლი, რომ უფრო საშიშია ეკლესიის უმაღლეს იერარქთა ურჩობა
მეუფე დიმიტრი - საპასუხისმგებლოა მღვდელმთავრის ჯვარი, მაგრამ  ვთვლი, რომ უფრო საშიშია ეკლესიის უმაღლეს იერარქთა ურჩობა

უკვე მერამდენე სასულიერო პირი შეიწირა ამ დაუსრულებელმა და ვერაგმა პაnდემიამ. აგერ ახლა ხორნაბუჯისა და ჰერეთის მღვდელმთავარმა,

მეუფე დიმიტრიმ (კაპანაძე) გადაინაცვლა  მარადიულ სასუფეველში.

 

 

"კარიბჭის" რედაქცია დიდ გულისტკივილს გამოთქვამს და უსამძიმრებს, მეუფის ახლობლებს, სამწყსოს... მოიხსენიოს მისი სული უფალმა და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...


გთავაზობთ მეუფე დიმიტრისთან ინტერვიუს, რომელიც "კარიბჭის" არქივმა შემოგვინახა. მაშინ მეუფე დიმიტრი ახალგამორჩეული მღვდელმთავარი გახლდათ მარგვეთისა და უბისის ეპარქიისა.
მეუფე დიმიტრიმ უწმინდესის, სამღვდელოების და მრევლის წინაშე სამების ტაძარში ეპისკოპოსად წარდგინების დროს  სიტყვა წარმოთქვა:


"თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, ყოვლადსამღვდელნო მეუფენო, ქრისტესმოყვარე ძმანო.


ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო წუთებში, ვგრძნობ რა ჩემს უძლურებასა და უღირსებას, ერთდროულად მიპყრობს შიშისა და სიხარულის გრძნობა, შიშისა იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელიც მღვდელმთავარს გააჩნია მრევლისა და ეკლესიის წინაშე.

 

შიშს კიდევ უფრო აღრმავებს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიტყვები: "აწ პატივსა ვხედავ და პატიჟისა მეშინის", მაგრამ უფრო მაშინებს ურჩობა დედა ეკლესიის უმაღლეს იერარქთა, რომელთაც ჩემი უღირსება გამოარჩიეს ამ უდიდესი, ჩემს ძალებს აღმატებული მსახურებისათვის, რამეთუ ურჩობისათვის უტყვ ძალებს აღმატებული მასხურებისათვის, რამეთუ ურჩობისათვის უტყვ იქმნა ზაქარია მღვდელი ღმრთისა. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავ ჩემს დამსახურებას-მახარებს ის დიდი ნდობა, რომელიც გამომიცხადა წმიდა სინოდმა.

 

თავს ვიმშვიდებ უფლის სიტყვებით, რომ უძლურებისას გამოჩნდება მისი ძალი და შეწევნა. ვსასოებ უფლის წყალობასა და თქვენს წმინდა ლოცვებს, უწმინდესო მეუფეო, რადგან ვერ ვხედავ ჩემში იმ ძალას, რაც შემაძლებინებს ღირსეულად ვატარო ეს მძიმე ჯვარი. განსაკუთრებით იმედს მაძლევს ჩემი მოძღვრის დიდი სიყვარული და ბრძნული რჩევა-დარიგებები, რომელიც განსაცდელის დროს ყოველთვის გვერდში მედგა და მამხნევებდა. მეიმედება ლოცვა და თანადგომა ჭულევის მონასტრის ძმობისა და მარვეთისა და უბისის ეპარქიის მრევლის.


მიუხედავად მღვდელმთავრის ჯვრის სიმძიმისა და დიდი პასუხისმგებლობისა შვებას მგვრის ის ფაქტი, რომ მოღვაწეობა მომიწევს ჩემს მშობლიურ მხარეში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიაში, სადაც დავიბადე და დავიწყე ეკლესიური ცხოვრება, სადაც ცხოვრობდნენ ჩემი მშობლები. ზემი იმერეთის მკვიდრნი განსაკუთრებულად ალალი, მშრომელი და მადლიერი ადამიანები არიან და თუ ვინმეს მათდამი კთილგონიერება შეამჩნიეს სიცოცხლის ბოლომდე უერთგულებენ. შევეცდები ვიპოვო უმოკლესი გზა მათი გულებისკენ. მათი სიხარული იქცეს ჩემს სიხარულად და მათი ტკივილი გავიზიარო. უფლის წყალობითა და ამ ადამიანების დახმარებით შევეცდები კიდევ უფრო ავაღორძინოთ ეპარქიაში მონასტრული ცხოვრება და ზოგადად ჭეშმარიტი მართლმადიდებლური ცხოვრების წესი.


თქვენო უწმინდესობავ, თქვენი დაუღალავი შრომის, მოუკლებელი ლოცვის და უანგარო სიყვარულის შედეგად ქართველი ერის უდიდესი ნაწილი დაუბრუნდა ჭეშმარიტ რწმენას, გაიზარდა სასულიერო პირთა რიცხვი, გამრავლდა და შეიმკო ეკლესია-მონასტრები და ვიქნები უზომოდ ბედნიერი თუ შევძლებ ოდნავ მაინც დაგეხმაროთ ამ მამულიშვილურ საქმეში, რათა ყველა ქართველი და ყველა მკვიდრი ღვთივკურთხეული ივერიისა ერთითა გულითა და ერთითა პირითა ვაქებდეთ ყოვლადწმინდა სამებას.
ვითხოვ შენდობას, შემწეობასა და თქვენს წმიდა ლოცვებს თქვენო უწმინდესობავ, წმიდანო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო, დედანო, ძმანო და დანო!
მადლობა და დიდება შემოქმედს "ყოველივესთვის რომელი ესე მომაგო მე".
მადლობას გიხდით ყველას თქვენი თანადგომისა და სიყვარულისთვის."


სასულიერო, ბერული ცხოვრების დასაწყისი


სასულიერო ცხოვრება  1992 წლიდან დავიწყე. პეტრე-პავლეს სახელობის ეკლესიაში  ამ წელს პირველად ვეზიარე. მამა არჩილ მინდიაშვილთან მქონდა გასაუბრება. რადგან წარმოშბით ხარაგაულიდან ვარ, მამა არჩილის რჩევით მივედი  მის სულიერ შვილთან, მამა ზაქარია ფერაძესთან. მამა ზაქარია იმ დროს ხარაგაულში მსახურობდა. ასე აღმოვჩნდი, მის მრევლში. აქედან დავიწყე ქრისტიანული ცხოვრება და ვეზიარე უფლის სისხლსა და ხორცს. უნივერსიტეტში სწავლის  პარალელურად,  სასულიერო სემინარიაში ვსწარვლობდი. სასულიერო სემინარიიდან დავუახლოვდი საფარის მონასტრის წევრებს და გამიჩნდა მონასტრული ცხოვრების სურვილი. 1993 წლიდან მამაოს კურთხევით წავედი საფარის მამათა მონასტერში.  როგორც მონასტრის წევრი ისე მიმიღეს. 1995 წელს ბერად აღვიკვეცე. მეუფე სერგიმ დიაკვნად დამასხა ხელი. მას შემდეგ რაც მეუფე თეოდორე (ჭუაძე)ბოდბის ეპისკოპოსი გახდა მასთან ერთად საფარიდან მეც გადავედი  ბოდბის ეპარქიაში.  თავიდან წმინდა ნინოს მონასტერის მღვდელმსახური ვიყავი, შემდეგ საკათედრო ტაძრის წინამძღვარი.  როდესაც მეუფე თეოდორე კვლავ დაბრუნდა ახალციხის ეპარქიაში, მეც მასთან ერთად წავედი. ჯერ გამამწესეს ადიგენის წმინდა თამარ მეფის სახელობის სამლოცველო სახლში. 1999 წლიდან, სამი წლის განმავლობაში აბასთუმნის დედათა მონასტრის წინამძღვარი გხდით. 2002 წლიდან ეპისკოპოსად კურთხევამდე  ჭულევის მამათა მონასტრის წინამძღვრად ვმსახურობდი. წმინდა სინოდის 11 ოქტომბრის განჩინებით,  უბისისა და მარგვეთის ეპარქიის ეპისკოპოსად გამომარჩიეს.


ბერული ღვაწლი და ეპისკოპოსის ტვირთი


როდესაც პირველად ვნახე მონატრული და ბერული ცხოვრება, სურვილი  გამიჩნდა  ბერული მოღვაწეობისა. ასე უფრო მოვახდენდი ჩემი შესაძლებლობების რეალიზებას. ჩემს ადგილს იქ უფრო მივიჩნევდი, უფრო მშვიდად ვიყავი, უფრო ბედნიერად ვგრძნობდი თავს. მონასტრული ცხოვრება ნელ-ნელა ასე დავიწყე. რაც უფრო სიღრმისეულად ვიხედებოდი სარწმუნოებაში, უფრო დიდი სიყვარული მიჩნდებოდა უფლისა და ღვთისმსახურებისა.


რაც შეეხება ეპისკოპოსის ღვაწლს, ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ძალიან დიდი ტვირთია, მაგრამ უფალი ბრძანებს, ჩემი ტვირთი და ჩემი უღელი არის მსუბუქი და მეც ეს ნდობა, წმინდა სინოდის წევრებისა, უწმინდესისა, მივიღე როგორც უფლის მორჩილება და დავემორჩილე მათ ნება- სურვილს და მათ გადაწვყევტილებას. საპასუხისმგებლოა მღვდელმთავრის ჯვარი, მაგრამ მე უფრო  ვთვლი, რომ საშიშია ეკლესიის უმაღლეს იერარქთა ურჩობა.  მათი დახმარებით, უწმინდესის ლოცვით, ჩემი მოძღვრის რჩევა-დარიგებითა და გვერდში დგომით, უფალი შემაძლებინებს   ვატარო ეს მძიმე ჯვარი, რასაც ეპისკოპოსის ჯვარი ჰქვია. აღვასრულო ის მოვალეობა, რაც მღვდელმთავარს ევალება საკუთარი მრევლის, ერისა და ქვეყნის წინაშე.
სამწუხაროდ, რომ ჯერჯერობით  ბოლომდე ვერ გამიაზრებია ეს პასუხისმგებლობა, თუმცაღა, ვცდილობ ნელ-ნელა ჩავწვდე და გავიაზრო რა ხდება ჩემს თავს. ამ ეტაპზე ცოტა ძნელია. აქამდე მონასტრის მშვიდ ცხოვრებას ვიყავი მიჩვეული, მონასტრის საძმოში, სიმშვიდეში ვპოულობდი ყველა პრობლემის ღვწლს. ახლა უკვე მშფოთვარე, ცხოვრებასთან ახლოს მომიწევს ყოფნა.  მონასტრული ცხოვრების შემდეგ რა თქმა უნდა ცოტა რთულია. ახლა უკვე მთელს ეპარქიაზე ვარ პასუხისმგებელი.  უზარმაზარი ეპარქიაა თავისი ეკლესია-მონასტრებით, მრევლით. რაც მთავარია გულანთებული და ჭეშმარიტი ქრისტიანებით შემოკრებილი.


-პირველ რიგში რას უნდა მიაქციოს ახლადნაკურთხმა მღვდელმთავარმა თავის ეპარქიაში ყურადღება?


-უნდა შევეცადოთ, რომ სასულიერო პირები ახლოს მივიდეთ ადამიანებთან, მჭიდრო კონტაქტი გვქონდეს მოსახლეობასთან. გავიზიაროთ თითოეული მათგანის პრობლემები. თუ ამას შეძლებს მღდელმთავარი და სასულიერო პირი, აქედან გამომდინარე გამრავლდება მრველი. მრევლის გამრავლება არის საწინდარი ბერმონაზვნობის გამრავლების. ვფიქრობ, რომ ბერმონაზვნობის სიმდიდრეზე და მათ რაოდენობაზე არის დამოკიდებული ეპარქიის, ეკლესიის სიძლიერე.  ჩემი ხედვა ასეთია, რომ გავამრავლოთ ბერმონაზვნების რიცხვი.


-მღვდელმთავარი გამორჩეული თვისებებით უნდა ხასიათდებოდეს?


-რა თქმა უნდა, ყველა სასულიერო პირს თავისი მიდგომა აქვს, თავისი წესი აქვს. ყველა ადამიანს   ინდივიდუალურად სჭირდება მიდგმა.


-მეუფეო, წარმოშობით იმერეთიდან ბრძანდებით და თქვენთვის უფრო მეტად ახლოს არის ეს კუთხე...


-ჩემთვის ძალიან მშობლიური და ძალიან ნაცნობია. შვებას მგვრიდა, რომ მომიწევდა მსახურება იმ ადამიანებთან, რომელთა წრეშიც გავიზარდე და მათი ცხოვრება და მათი შეხედულებები ჩემთვის უცხო არ არის. მიხარია, რომ არის ძალიან დიდი მზადყოფნა მრევლისა და  გვერდით დგომისა. ეს ადამიანები ითხოვენ მიმართულებას და მზად არიან გვერდით დაუდგნენ თავიანთი ეპარქიის  მღვდლმთავარს.


უფლის შეწევნის გარეშე არაფრის კეთება არ შეიძლება. მითუმეტეს ასეთი მძიმე ჯვარი იტვირთოს ადამიანმა. იმედს მაძლევს მე სახარების სიტყვები: სადაც არის უძლურება იქ გამოჩნდება უფლის ძალა.  მწამს, რომ ჩემს უძლურებას უფლის ძალა შეავსებს და ის შემაზლებინებს ვზიდო მღვდელმთავრის პასუხისმგებლობა.


ღმერთმა დაგლოცოთ და გაგხაროთ.



ბეჭდვა
1კ1