საბერძნეთი ახალ სტილზეა, ათონის მთა კი ძველზე დარჩა
საბერძნეთი ახალ სტილზეა, ათონის მთა კი ძველზე დარჩა
საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით.
"კარიბჭის" ფეისბუქის გევრდზე ამერიკაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტმა, მარიამმა შეკითხვა გამოგვიგზავნა. გავითვალისწინეთ მისი შეკითხვა და პასუხის გაცემა ვთხოვეთ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარს, ღვთისმეტყველების მაგისტრს, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს, მღვდელ-მონაზონ ანდრიას (სარია):

-გამარჯობა, კითხვა მაქვს და თუ შესაძლებელია, იქნებ მიპასუხოთ. წინასწარ გიხდით მადლობას. ამჟამად ვცხოვრობ ამერიკაში და ვარ ბერძნული ეკლესიის მრევლი . ბერძნები შობას 24დეკემბერს ღამე აღნიშნავენ ანუ 25 რომ თენდება. როგორ მოვიქცე ვერ გადამიწყვეტია, დავესწრო თუ არა წირვას. 7იანვარს არ მექნება იმის შესაძლებლობა დავესწრო წირვას, რადგან ჩემთან ახლოს მხოლოდ ეს ეკლესიაა. იქნებ მირჩიოთ როგორ მოვიქცე?

-ღმერთმა დაგლოცოთ! კალენდარულ სისტემაზე არაფერს ვიტყვით, რომელიც განმსაზღვრელია დღესასწაულთა რიგისა, უბრალოდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეკლესია იულიუსის კალენდრით, ძველი სტილით აღნიშნავს შობას, საბერძნეთი კი გრიგოლ პაპის კალენდრით. თუ ბერძნულ ეკლესიაში დადიხართ და იქ გიწევთ მსახურებებზე სიარული, ამ შემთხვევაში ბუნებრივია დაესწრებით წირვას, თუმცა ეს თქვენმა მოძღვარმა უნდა გირჩიოთ. საბერძნეთი ახალ სტილზეა, ათონის მთა კი ძველზე დარჩა, მაგრამ ეს არ გახლავთ განყოფისა და ქიშპის მიზეზი. წმ. იოანე ოქროპირი ბრძანებს: აღდგომას სხვადასხვა დღესაც რომ აღნიშნავდნენ ეკლესიები, ეს იმდენად დიდი დანაშაული არ იქნება, ვიდრე გაყოფა, გახლეჩვა და დანაწევრება ქრისტეს ცოცხალი სხეულისა..
გილოცავთ შობას, უფალმა ახალი სულიერი სათნოება შობოს ჩვენში და ძველი უკეთურებისაგან განგვწმინდოს.


ბეჭდვა
1კ1