აირჩიე - ან მიწიერი გამარჯვება და ძალაუფლება, ან ქრისტესთვის წამება და ზეციური მეუფება
 აირჩიე - ან მიწიერი გამარჯვება და ძალაუფლება, ან ქრისტესთვის წამება და ზეციური მეუფება
კიდევ ერთხელ გავიხსენოთ კოსოვოს ბრძოლა და წმინდა მეფე ლაზარეს არჩევანი. 1389 წელს სერბები კოსოვოს ველზე თურქებს შეებრძოლნენ. მტერი ორჯერ მეტი იყო. სერბებს მეფე ლაზარე სარდლობდა. ამბობენ, ბრძოლის წინ მეფეს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: აირჩიე - ან მიწიერი გამარჯვება და ძალაუფლება, ან ქრისტესთვის წამება და ზეციური მეუფებაო. ლაზარემ უკანასკნელი აირჩია და თავის მეომრებს მიმართა: "დავირქვათ ქრისტეს მეომრების, ღვთისმოსაობისთვის მოწამეთა სახელები, ჩავეწეროთ სიცოცხლის წიგნში, არ დავიშუროთ ომში სიცოცხლე, რათა გმირობის ნათელგვირგვინი მივიღოთ, რამეთუ ტანჯვაში იბადება დიდება!" გმირულად იბრძოლა მეფე ლაზარემ. ორი ცხენი რომ მოუკლეს და მესამეზე შეჯდა, 16 ჭრილობა ჰქონდა. მძიმედ დაჭრილ მეფე ლაზარეს მტერმა თავი მოჰკვეთა. ღმერთმა უხრწნელობით დააჯილდოვა წმინდა მეფე ლაზარეს სხეული.
ბეჭდვა
1კ1