ვილოცოთ ყველა განსაცდელისთვის, რასაც უფალი დაუშვებს და მაშინ ღმერთი თავად მოვა ჩვენთან
ვილოცოთ ყველა განსაცდელისთვის, რასაც უფალი დაუშვებს და მაშინ ღმერთი თავად მოვა ჩვენთან
ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია):
რაც უფრო უახლოვდება ადამიანი ღმერთს, მით უფრო უახლოვდება მისი სული სხვა ადამიანების სულს, რას ნიშნავს ღმერთთან დაახლოება - მისი მთელი არსებით, მთელი გულით სიყვარულს და მისი მცნებების აღსრულებას. ვეცადოთ მასთან მიახლოებას მისი წმინდა სახელის განუწყვეტელი განმეორების გზით, ამისთვის ადამიანს მოთმინება და ვაჟკაცობა სჭირდება. ვაჟკაცობის გარეშე არ შეიძლება ღმერთთან მიახლოება და აქედან გამომდინარე ადამიანების სულის შეგრძნება. მაგალითად, ბერული ცხოვრება სხვა არაფერია თუ არა განუწყვეტელი მოთმინება, ვიდრე ღმერთი არ მისცემს ბერს, თავისი მადლით ძალას კიდევ მეტი მოითმინოს, რადგან მოთმინების ფასი ხსნაა, ასე გვპირდება უფალი ღმერთი. მოთმინების ფასია ასევე მასთან დაახლოება. უნდა ვილოცოთ ყველა განსაცდელისთვის, რასაც უფალი ჩვენზე დაუშვებს და მაშინ ის თავად მოვა ჩვენთან, ჩასახლდება ჩვენს გულებში და მაშინ ყველა ადამიანი უახლოეს სულიერ მეგობრად იქცევა.


ბეჭდვა
1კ1