უფლის მინდობით უნდა შევძლოთ ცხოვრება
უფლის მინდობით უნდა შევძლოთ ცხოვრება
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):
- უფალი ნებისმიერი ადამიანისგან გვაძლევს სწავლებას. ერთი წმინდა მამა მონასტრიდან ქალაქში საქმისთვის წავიდა. ვიდრე ქალაქში შევიდოდა, ღმერთს შეევედრა, - ღმერთო, ოდესმე თუ ჩემი ცხოვრებით შენთვის სათნო ვყოფილვარ, როცა ქალაქში შევალ, პირველი შემხვედისგანვე რაიმე სიბრძნე მასწავლეო. პირველივე მეძავი დედაკაცი შეხვდა. ღმერთო, ეტყობა, ჩემი ცხოვრება არ არის სათნო, - შეწუხდა, - მისგან რა სიბრძნე უნდა ვისწავლოო. ქალი ბერს მიაჩერდა. ბერმა - რას მომჩერებიხარო. შენ თვითონ რას მომჩერებიხარო, - მიუგო ქალმა, - მე კაცისგან ვარ გამოსული და კაცს უნდა ვუყურო, შენ მიწისგან ხარ გამოსული და მიწას უყურეო. ბერმა განადიდა ღმერთი. რა საოცარია ღვთის განგებულება, თავად მეძავი დედაკაცისგან უფალმა ჭეშმარიეტება აუწყა. მთავარი ის იყო, რომ მიწას უყურე, შენი საქმე არ არის აქეთ-იქით ყურება, გზად ვინც შეგხვდება - მეძავი თუ კეთილგონიერი, არ არის შენი განსასჯელი. ღმერთს ნებისმიერი სულიერი ადამიანიდან შეუძლია ჭეშმარიტება გვაუწყოს. უფლის მიდობით უნდა შევძლოთ ცხოვრება. სწორედ ეს გვაკლია. ეს თანამედროვეობის სენია, ძველადაც იყო ეს ადამიანებში, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ჭარბობს. ახლა გონებას მეტი გასართობი აქვს, მეტად არის მიწიერებით და არამატერიალურით დაკავებული. თუ ადამიანი ერში ცხოვრობს, რაც ერში სჭრდება, ისიც უნდა აკეთოს და სულისთვისაც იზრუნოს; თუ მონასტერშია, ყველანაირად უნდა მოერიდოს ინფორმაციის მიღებასაც კი, რომ მშვიდი გონებით იფიქროს ღმერთზე, მიღმა სამყაროზე და არა ამქვეყნიურზე. ადამიანის გონებას არ შეუძლია დაიტიოს განუსაზღვრელი რაოდენობის ინფორმაცია. მით უმეტეს, ერთმანეთის საპირისპირო, როგორიც არის მატერიალური, მიწიერი და სულიერი.
ბეჭდვა
1კ1