თუ სულიერად იცხოვრებს ადმიანი, პირველ რიგში მადლობა უნდა შესწიროს უფალს ყველაფრისთვის
თუ სულიერად იცხოვრებს ადმიანი, პირველ რიგში მადლობა უნდა შესწიროს უფალს ყველაფრისთვის
იღუმენი გიორგი (ედილაშვილი):

- ზიარება უდიდესი საიდუმლოებაა. საიდუმლო სერობის დროს უფალმა პური ხორცად გარდააქცია და ღვინო სისხლად. ასე ხდება ყოველ წირვაზე. როდესაც ადამიანი სინანულით ეზიარება, ის საკურნებელია სულისა და ხორცისა, საგზალია საუკუნო ცხოვრებისა. მახსენდება სახარებისეული იგავი, როდესაც 12 წლის სისხმდინარე დედაკაცი ვერაფრით განიკურნა და უფალს სამოსელზე შეეხო. მან მაშინვე კურნება მიიღო. თუ სარწმუნოებით უფლის შესამოსელზე განიკურნა ეს ადამიანი ამდენი ტკივილიგან, რაოდენ დიდი კურნება ექნება ადამიანს სინანულით რომ მიიღებს უფლის სისხლსა და ხორცს. თუ სულიერად იცხოვრებს ადმიანი პირველ რიგში მადლობა უნდა შესწიროს უფალს ყველაფრისთვის, განვლილი ღამისათვის და როცა დაღამდება ასევე მადლიერებით უნდა იყოს აღვსილი იმის გამო, რომ უფალმა მას კიდევ ერთი დღე აჩუქა გამოსწორებისათვის, უფლის შეცნობისათვის, სრულყოფისათვის, ცოდვების მიტევებისათვის. "არა არს კაცი რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს". ყველა ადამიანი ცოდვილია და ნებსით თუ უნებლიეთ ცოდვებშია.

ბეჭდვა
1კ1