რა არის დეპრესია?
რა არის დეპრესია?
სერბ მოძღვარს, მამა ფადეი (თადეოზი) ვოტოვინცელს ჰკითხეს, - რა არის დეპრესია?-
-დეპრესია, ეს გულისზრახვათა კომპინაციაა, როდესაც ერთი კომბინაცია მეორეს ცვლის, მეორე-მესამეს და ასე შემდეგ. საკუთარ თავთან დარჩენილი ადამიანი ამ დროს ფიქრობს: "იქნება ეს ასე უნდა გამეკეთებინა, იქნება ისე ჯობდა და ასე შემდეგ". საბოლოო ჯამში კი არაფერიც არ ხდება, არამედ ისევ თვითონ ართულებს ყველაფერს, რის გამოც კარგავს სულის სიმშვიდეს და იფუჭებს გუნება-განწყობას. განსაკუთრებით მაშინ, თუ თავის უხასიათო მდგომარეობაში ის ვინმეს ადანაშაულებს. ასე მაგალითად: ჩაუარა ვინმემ გვერდით და ადამიანი ფიქრობს: "ესღა მაკლდა, რომ ამას ჩემთვის ხასიათი გაეფუჭებინა", სინამდვილეში კი თვითონაა ყველაფერში დამნაშავე, რამეთუ თავადაა საკუთარი ჯვრისა და უღლის მტვირთველი...
როდესაც ვინმე ცუდ გუნება-განწყობაზეა და ასეთი მდგომარეობით მიდის თავის ახლობელ-ნათესავების სანახავად, მას ეს განწყობილება თან მიჰყვება იმ სახლში, რომლის კარის ზღურბლსაც გადააბაჯიბევს, რადგანაც უნდა თუ არა, ის თავის შინაგან მდგომარეობას უნებურად გადასცემს ახლობლებს და მათაც უფუჭებს ხასიათს, იმის ნაცვლად, რომ თავისი სტუმრობით ოჯახში სიმშვიდე და სითბო მიეტანა. ასეთ დროს ადამიანის სული თითქოს-და უხილავად ასხივებს რაღაც უარყოფითს და მასპინძელიც ფიქრობს: "უმჯობესი იქნებოდა საერთოდ არ შემოეღო ჩვენი სახლის კარიო". ისეთს შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს სტუმარმა იქ ცოდვის სიმხურვალე შეიტანა და სახლი გადაწვა-არ დაუტოვა მასპინძელს არც დადებითი განწყობილება და არც შინაგანი მშვიდობა და ნუგეში.
ბეჭდვა