მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა
მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა
გვესაუბრება სოფელი გლდანის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა თადეოზი (თანდაშვილი):
-მოთმინება ყველაზე დიდი სათნოებაა ადამიანის ცხოვრებაში. მოთმინება სულიერების ნაყოფია. როცა ადამიანს აქვს მოთმინება მას აქვს სულიერი სიმშვიდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მას ძალიან ბევრი რამისთვის მიუღწევია. დიდი შრომაა იმისათვის ჩასატარებელი, რომ ადამიანმა მოთმინება გამოიმუშავოს. ადამიანმა უნდა იგრძნოს ეს სათნოება და ძალიან ბევრ სასიკეთოს მოუტონს მის სულს, მის ცხოვრებას. ადამიანი, რომელიც სულსწრაფია, არ აქვს მოთმინება, მორჩილება, ის ყოველთვის ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს იღებს. ხოლო ვისაც აქვს ეს სულიერი ნაყოფი, მაშინ თითოეული საერო საქციელიცკი მოთმინებით გაკეთბული, შემდეგ მას წინ უხვდება, როგორც გონიერი და წინ გადადგმული სწორი ნაბიჯი.

-რაში გამოიხატება მოთმინება?

-მოთმინება არის ძალიან დიდი სათნოება. შეუძლებელია ერთი სიტყვით თქვა. მოთმინება საქმით უფრო გამოიხატება. ყველზე მთავარი ის არის, რომ ადამიანი უნდა იყოს გონიერი. ადამიანი როდესაც გონიერია, გონიერად წყვიტავს ყოველივეს და სულიერი თვალსაზრისით ცხოვრობს და განსაცდელებს მოთმინებით, მორჩიებით და ღვთის ნებით იღებს.
განსაცდელი როდესაც მოდის და ამას ღვთის ნებითა და მორჩილებით იღებ, აცნობიერებ, რომ რაც ხდება ეს ღვთის ნებაა, ამ შემთხვევაში უკვე შენი საქციელი და ქმედება უნდა იყოს იმისკენ მიმართული, რომ ღვთის ნება მიიღო. თუმცა, ადამიანმა უნდა განასხვაოს სად არის ღვთის ხელი და სად არის ბოროტება. ამიტომ ვახსენეთ გონიერება. ადამიანი უნდა იყოს გონიერი და გონიერებით, სულიერი თვალთახდევით, სულიერი განსჯით გადაწყვიტოს, სად გაჩუმდეს და სად იმოქმედოს. არის ისეთი სიტუაცია, როდესაც მოძღვარს ფიზიკურად ვერ ეხმიანები. ქრისტიანობაში ყველაზე მთვარია, წიგნიერი რელიგია. ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს სახარება. წმინდა მამების ცხოვრება. სწორედ იქ ნახავთ იმ მაგალითებს თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა მომავალში და რა არის მოთმინება. ადამიანს, რომელსაც აქვს სულიერი განათლება და სულიერი მარაგი განათლების მხრივ ყოველივეს აუჩქარებლად გადაწყვიტავს. არა რაიმეს სასარგებლოდ, არამედ ყოველთვის სიმართლისა და სიკეთისკენ. ამისთვის არის ტაძრები, მოძღვრები, ამისთვის არის საჭირო განათლება, რომელიც უნდა გვქონდეს სულიერი თვალსზრისით. ახალგაზრდა თაობა, სულერად განათლებული უნდა აღვზარდოთ და მათ სკოლებში მივცეთ ის განათლება, რაც ცხორებაში გამოადგება. სულიერებაში არის ისეთი რაღაც, რომელიც არა მარტო სულს ადგება, არამედ მატერიალურ ცხოვრებაშიც სწორ გზაზე აყენებს და არ აძლევს საშუალებას სიბინძურეში და ჭაობში ჩავარდეს.

***

ბერმონაზვნობაში უფრო მეტად გამძაფრებით არის განსაცდელები, ტკივილები, შეურაცხყოფები. ეს ყველაფერი კი ღვთის მადლიერებით უნდა მიიღო. მადლიერი უნდა იყოს ადამიანი. როცა ადამიანი მადლიერია, ის დაითმენს ყველანაირ განსაცდელს, გასაჭირს, ტკივილს და ნაკლებად დაეცემა. ნაკლებად ექნება ტკივილი. ადამიანს თუ არ აქვს საკუთარი თავის კონტროლის საშუალება, გაუჭირდება ცხოვრება როგორც ერში ასევე მონასტერშიც. ადამიანმა უნდა ისწავლოს საკუთარი თავის, გრძნობების მართვა და ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეზე უარის თქმა, რაც მის ცხოვრებას და სულს ზიანს მოუტონს. სწორედ ეს არის მორჩილება. მორჩილება და მონობა ერთმანეთისგან განსხვავდება. მორჩილება არის, როდესაც შენ განზრახულად შეგნებული გაქვს და ყველაფერს ერთი თვალით ზომავ და ყველაფერს იღებ როგორც ღვთის სასჯელს ან ღვთის მადლს. მონობა არის, როდესაც ადამიანი გაუაზრებლად, ძალადობით აკეთებს და მორჩილებას გამოხატავს. ეს არის ძალიან დიდი სულიერი შედეგი, როდესაც ამას ადამიანი აღწევს. ამის გარეშე ადამიანს გაუჭირდება სულიერი ცხოვრება. მოთმინების გარეშე ძალიან დაიტანჯება თითოული ადამიანი.
ბეჭდვა
1კ1