ადამიანები გულგრილობამ, ეგოიზმმა და უსიყვარულობამ დაგვაბრმავა
ადამიანები გულგრილობამ, ეგოიზმმა და უსიყვარულობამ დაგვაბრმავა
მესტიის მაცხოვრის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ლუკა ბუცხრიკიძე:
-ისეთ ეპოქაში ვცხოვრობთ, თითქოს მხოლოდ საკუთარ თავში ჩავიკეტეთ, საკუთარ თავზე ვფიქრობთ. სამწუხაროდ დავემსგავსეთ მდიდარს და არ გვაწუხებს ლაზარეს ბედი, რომელიც ჩვენს თვალწინ არის და იტანჯება. შეგვიძლია დავეხმაროთ და არ ვეხმარებით, იმიტომ, რომ არ გვცალია გაჭირვებული ადამიანებისთვის, ჩვენ ხომ ჩვენი საქმეები გვაქვს, ჩვენი ოჯახები გვყავს... სწორედ ეს არის თანალმობა, ამან მოიტანა უმოწყალობა. აღარ შეგვიძლია მოწყალება, თანადგომა და ურთიერთთანალმობა. სჯული ორ მცნებაზეა,- ღვთისა და მოყვსის სიყვარულზე, არამარტო ღვთისადმი გაუგრილდა ადამიანს გული, არამედ ერთმანეთის მიმართაც. ამ გულგრილობამ, ეგოიზმმა საკუთარ თავზე ფიქრმა დაგვაპატარავა, ჩაგვკეტა საკუთარ თავში, საკუთარ ნაჭუჭში. ადამიანი, რომელიც ღვთის ქმილებაა და შეუძლია ანგელოზზე მეტი დაიტიოს, სამწუხაროდ ლოკოკინებს დავემსგავსეთ, რომელიც ჩაკეტილია თავის ნიჟარაში და იმის იქეთ აღარ ფიქრობს. ადამიანები ჩვენმა გულგრილობამ, ეგოიზმმა და უსიყვარუობამ დაგვაბრმავა. ვეღარ ვხედავთ ირგვლივ ვერაფერს საკუთარი თავის გარდა. აქედან გამომდინარე აღარც სურვილი გვაქვს შევხედოთ სხვა გაჭირვებულ ადამიანებს და შევეწიოთ.

ბეჭდვა
1კ1